“ჯერ ორი სუფრის წევრებმა იჩხუბეს, მერე 20 წლის ბიჭს დანა 4-ჯერ დაარტყეს”

"ჯერ ორი სუფრის წევრებმა იჩხუბეს, მერე 20 წლის ბიჭს დანა 4-ჯერ დაარტყეს"ქუთაისში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რესტორანში 2 სუფრის ნასვამი წევრები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შედეგად, 20 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით დაიჭრა.

მას რეფერალურ ჰოსპიტალში ორი ოპერაცია ჩაუტარდა

კლინიკის ექიმის, ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, პაციენტს მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

„გუშინ გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს ტრავმული შოკით, შინაგანი სისხლდენით. მრავლობითი ჭრილობით გულმკერდის არეში. ჩაუტარდა ორი ოპერაცია, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში”-განაცხადა ირაკლი გოგინავამ.

არსებული ინფორმაციით, პირი, რომელიც ახალგაზრდას დანა 4-ჯერ ჩაარტყა, ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

პრაიმტაიმი