ნაცმოძრაობის სამგორის შტაბი დაარბიეს

ნაცმოძრაობის სამგორის შტაბი დაარბიეს“ნაციონალური მოძრაობის” სამგორის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, პარტიის სამგორის საარჩევნო შტაბის ოფისი დაარბიეს.

როგორც ხაბეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

„დაარბიეს სამგორის საარჩევნო შტაბი, რომელიც მდებარეობს აფრიკის დასახლებაში. ჩალეწეს მინები, დააზიანეს ბანერები. შუაღამის 2 საათზე მოხდა შემთხვევა და თვითმხილველები ამბობენ, რომ 2 მამაკაცი იყო, რომელმაც ორგანიზებულად მოიტანა აგურები, დაუშინა და გაიქცა. ადგილზე იმუშავეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

იპნ