თამთა ჯანჯღავაზე დედამთილიც ძალადობდა – ამისთვის მას 1 წელი პირობით ჰქონდა მისჯილი

თამთა ჯანჯღავაზე დედამთილიც ძალადობდა - ამისთვის მას 1 წელი პირობით ჰქონდა მისჯილი„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ დედამთილიც ძალადობდა ქალზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქმარმა სასტიკი მეთოდებით მოკლა.

32 წლის თამთა ჯანჯღავა მეუღლემ, ირაკლი შურღაიამ სიცოცხლეს თურქეთის ქალაქ სტამბულში გამოასალმა. ქალს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თურქეთის პოლიციამ ბრალდებულ ქმარზე ძებნა გამოაცხადა, თამთა ჯანჯღავას ცხედარი კი გუშინ, მშობლების სახლში, სენაკში გადმოასვენეს.

„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა და არამხოლოდ ქმრის მხრიდან. 2016 წელს თამთას დედამთილი სამართალდამცველებმა 126-ე მუხლით (ძალადობა) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

სასამართლომ რძალზე ძალადბაში ბრალდებულ დედამთილს 1-წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა, პოლიციამ კი მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცა.

პრაიმტაიმი