გურამ ბერიშვილი გარდაიცვალა

გურამ ბერიშვილი გარდაიცვალაგურამ ბერიშვილი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ფეისბუქში გიორგი ირემაძემ დაწერა:

“არასოდეს მიკამათია ვინმესთან იმდენი, რამდენიც მასთან.
განსაკუთრებით რწმენაზე ვკამათობდით.
და მაინც ბოლომდე გულწრფელ მეგობრებად დავრჩით.
ყოველთვის საინტერესო, ყოველთვის კორექტული, ყოველთვის მკვეთრი, ყოველთვის თბილი გურამ ბერიშვილი აღარაა.
მგონი, უკვე 87 წლისა იყო. და მაინც ყველაფერი აინტერესებდა.
დაახლოებით ორი თვის წინ დამირეკა. კურორტ გოდერძის მშენებლობები აინტერესებდა. ბუნებას ხომ არ ამახინჯებსო?..
განსაკუთრებით ბავშვებთან უყვარდა მუშაობა. მათთან არ მუშაობდა. უბრალოდ ზეიმობდა.
ბოლოს, მგონი, 2 კვირის წინ დამირეკა. თავისი პოლიტიკური წუხილი გამიზიარა. მომიკითხა, მეხუმრა, გამამხნევა.
ცოტა ხნის შემდეგ თორნიკემ დადო პოსტი, სისხლი ჩაექცაო…
დღეს ვიკითხე და – უკვე განისვენაო.
ძალიან დამაკლდებით, ბატონო გურამ.”