“თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი წამლები მას არც ერთ აფთიაქში არ უყიდია”

"თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი წამლები მას არც ერთ აფთიაქში არ უყიდია"ახალი დეტალები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს თავდაყირა აყენებს – საქმეში არსებულ 3 ტომს, რომლებსაც გრიფით საიდუმლო ედო პროკურატურა ადვოკატებს, მიხეილ რამიშვილს და ეკა ქობესაშვილს რამდენიმე დღეში გააცნობს.

საქმეში ასევე არის ფარმაცევტების ახალი ჩვენებები, რომლებიც არ ადასტურებენ, რომ ბაჩალიაშვილმა პრეპარატები მათ ქსელში შეიძინა.

“ჩემი მოთხოვნა ისევ და ისევ შოთაძესთან შეხვედრაზე იქნება უცვლელი, რომ მუხლის გადაკვალიფიცირება მკვლელობის მუხლად, რადგან ვერ მიმტკიცებენ თვითმკვლელობას და რადგან თვითონ ვერ იძიებენ საქმეს, ისევ და ისევ გფბ-ის ჩართულობა, არ დავნებდები, შიმშილობა იქნება თუ პროკურატურის წინ აქცია”, – ამბობს ბაჩალიაშვლის დედა, თეონა თამაზაშვილი.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, ის მედიკამენტები, რომლებიც თამარს აღმოაჩნდა ორგანიზმში და აღმოჩნდა ავტომობილში ცარიელი ფირფიტები, რითიც დადგა ფატალური შედეგი, თამარის მიერ არცერთ აფთიაქში არაა შეძენილი.

მისი თქმთ, მუხლის გადაკვალიფიცირება აუცილებლად უნდა მოხდეს.