თეო ჩივაძე – “ესეც ორი შვილიშვილის ბებო გავხდიიი!”

თეო ჩივაძე - "ესეც ორი შვილიშვილის ბებო გავხდიიი!"

26 იანვარს მსახიობები გიორგი მახარაძე და მარიამ ნადირაძე მშობლები გახდნენ. ქვეყანას პატარა გოგონა მოევლინა და ოჯახი გააბედნიერა.

გიორგის პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი, ელენე მახარაძე. ელენე ახლა 10 წლისაა და გახარებულია, რომ პატარა დაიკო შეეძინა.

გიორგი მახარაძის დედამ და გოგონების ბებიამ თეო ჩივაძემ ფეისბუქში დაწერა:

“ესეც ორი შვილიშვილის ბებო გავხდიიი, ჩემი გოგოებიი.”