ირაკლი ოქრუაშვილი – „გორში კანდელაკის შვილმა კაცი რომ მოკლა და გამოუშვეს, ხმას რატომ არავინ იღებთ!“

ირაკლი ოქრუაშვილი - „გორში კანდელაკის შვილმა კაცი რომ მოკლა და გამოუშვეს, ხმას რატომ არავინ იღებთ!“ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„უცნაური ხალხი ვართ. მთელი ფბ-საზოგადოება და თბილისი იმას განიხილავს, გორში ლურჯი ავტობუსის მძღოლი პირად საქმეზე წავიდა და მგზავრებიც თან გაიყოლაო.
მოკრივე კანდელაკის “ნაბიჭვარმა” შვილმა ცემით ახალგაზრდა ბიჭი რომ მოკლა და 9 თვეში ციხიდან გამოაძვრინეს, მაგაზე კაციშვილს რეაქცია არ ჰქონია.
თავის დროზე მაგ საქმის პროკურორიც წავა ციხეში 9 თვიანი ვადის ხელოვნურად გაშვების (თუ მეტი არა) გამო და კანდელაკის შვილიც უკან შებრუნდება, დიდი ალბათობით მამამისიც უკან მიყვება საქმის ჩაფარცხვისთვის.
მაგ ქალაქის პრობლემა კიდევ იმაშია, ერთი სამოქალაქო აქტივისტი თუ საზოგადოების ღირსეული წევრი რომ არ აღმოჩნდა ამხელა უსამართლობაზე ხმა რომ ამოეღო და ყველას წყალის პირში ჩაგუბება ურჩევნია, რადგან პრობლემა მას არ ეხება.“