რუსკა მაყაშვილი – “ნინუცას ამის სათქმელად დიდი დრო დასჭირდა…”

რუსკა მაყაშვილი - "ნინუცას ამის სათქმელად დიდი დრო დასჭირდა..."ძალიან, ძალიან დიდი დრო დასჭირდა, თუმცა მთავარია, რომ შეძლო ამაზე საუბარი – ასე ეხმაურება მსახიობი რუსკა მაყაშვილი თავისი დის, ნინუცა მაყაშვილის მიმართ ბესო ზანგურის მხრიდან ოჯახში ძალადობის ფაქტს.

“არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი დროა გასული. ოდესმე, როცა მზად იქნებით, უნდა თქვათ, უნდა ამოიღოთ ხმა! ყველა შენთან ერთად ვართ, შენ გვერდით, ყოჩაღ!
ნუ გიკვირთ, რომ მოძალადეებსაც ჰყავთ მხარდამჭერები, ისინიც მოძალადეები არიან“, – წერს რუსკა მაყაშვილი.

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა “რუსთავი2“-ის გადაცემა “ფარულ კონვერტში” მრავალწლიანი დუმილი დაარღვია და ყოფილი ქმრის, მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან სისტამატურ ძალადობაზე ისაუბრა.

ნინუცა მაყაშვილმა აღნიშნა, რომ ის წარსულში ძალადობის მსხვერპლი იყო და მასზე ყოფილი ქმარი ორსულობის დროსაც კი ძალადობდა.

პალიტრანიუსი