ლელა წურწუმია მამულიჩაზე – “კარგად მუშაობს და ცოტა პროცენტი მიაქვს”

ლელა წურწუმია მამულიჩაზე - "კარგად მუშაობს და ცოტა პროცენტი მიაქვს"ლელა წურწუმია რამდენიმე წლის წინ ჩაწერილ ინტერვიუში ამბობს, რომ ჰოროსკოპების სჯერა:
– ჩვენ გვყავს რამდენიმე ასტროლოგი, რომლებიც ზოგადად ძალიან დიდი სიზუსტით გადმოსცემენ ადამიანის რუკას მისი მონაცემების მიხედვით. ნინო ხომერიკს, მიხეილ ცაგარელს და სხვა ასტროლოგებს შეუდგენიათ ჩემი პირადი რუკა და ბევრი რამე ნამდვილად ზუსტია. თუმცა მთლად ზოდიაქოს იმედზე ყოფნა რა თქმა უნდა არ შეიძლება.

– ხშირად იწერებოდა, რომ ისრაელმა გადაარჩინა ქართველი მომღერლები…

– პირველად ჩავედი ისრაელში 1997 წელს, ჩემამდე იქ ჩადიოდნენ მერაბ  სეფაშვილი, ნანი ბრეგვაძე და სხვა ცნობილი მომღერლები, მაგრამ ამ ყველაფრის ტრანსლირება სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო. მანამდე უბრალოდ არ ხმაურდებოდა საკმარისად. თუმცა, იქაც ჰყავთ ამოჩემებული საყვარელი მომღერლები, მაგალითად ნინო ჩხეიძე, ანრი ჯოხაძე, ლეილა თოდაძე და ა.შ. ხშირია კორპორატიული მიწვევებიც. მე შემიძლია ვთქვა, რომ ისრაელმა „შემინახა“.
– ამდენი ხანია, თქვენ და კახი კვლავ ერთად ხართ, როგორ შეძელით? 

– კარგად მუშაობს და ცოტა პროცენტი მიაქვს (იცინის). სინამდვილეში, ძალიან მაგარი ადამიანი მყავს და იმიტომ ვართ ერთად, საუკეთესო მეგობარია. რაც შეეხება პროდიუსინგს, კარგად აუღო ალღო ამ საქმეს და სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა. ძალიან გამიმართლა.

– რა საშუალებებს მიმართავთ სილამაზის შესანარჩუნებლად?

– სხვა გზა არ მაქვს (იცინის). ალბათ განწყობა, ხასიათი, გენეტიკა. როდესაც ადამიანი პოპულარულია, აუცილებელია სულ იყო ფორმაში, ეს უკვე ჩვევაა.

ფორტუნა