მაია ასათიანს კოვიდ 19 დაუდასტურდა

მაია ასათიანს კოვიდ 19 დაუდასტურდატელეწამყვან მაია ასათიანს კორონავირუსი აქვს. ფოტოები მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მას მერე, რაც კლინიკაში მიიღო საჭირო დახმარება, შინ არის იზოლაციაში, თავის ძაღლებთან ერთად.

მშობლების ცნობით, ტელეწამყვანი ცოტა ხნის წინ ზღვისპირეთში იმყოფებოდა დასასვენებლად. შესაძლოა, სწორედ იქ დაინფიცირდა.

ერთი წლის წინ, შარშან სექტემბერში, რუსთავი 2-ზე მუშაობის დროს კოვიდინფიცირებულ თეონა ცხომელიძესთან კონტაქტის გამო მაია ასათიანმა ტესტი ჩაიტარა, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა.