საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლემ, ბრიჯიტ მაკრონმა, განაცხადა, რომ ბოროტმოქმედები, რომლებმაც მისი ტრანსგენდერობის შესახებ ჭორები გაავრცელეს, ინტერნეტში მისი ოჯახის შესახებ მონაცემები შეცვალეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
“თავიდან შორიდან ვუყურებდი ამას, მესმოდა რას ამბობდნენ, სანამ მივხვდებოდი, რომ მათ ჩემი ოჯახის გენეალოგიური ხე შეცვალეს… უცებ ჩემი საკუთარი ძმა გავხდი. აქ კი ჩემი მშობლების გენეალოგიაზეა საუბარი და ეს დაუშვებელია”, – განაცხადა პირველმა ლედიმ რადიოსადგურ RTL France-ის ეთერში.
მისი თქმით, ეს უკვე 4 წელია გრძელდება და ის ბულინგის წინააღმდეგ იბრძვის.
“ბოლოს ადვოკატები ავიყვანე, რომ ეს ინფორმაცია წაშლილიყო”, – განაცხადა პირველმა ლედიმ.
გავრცელებული ჭორების თანახმად, რომელთა გასაჩივრებას პირველი ლედი სასამართლოში აპირებს, ბრიჯიტ მაკრონი მამაკაცი, სახელად ჟან-მიშელ ტრონიე იყო და სქესი შეიცვალა.
რეპორტი