ბათუმში, “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ – ნაცემია ოპერატორი. ინციდენტი 26 მაისი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ოპერატორი პირდაპირ ეთერში სტუმრად უფლებადამცველ ციალა ქათამაძეს რთავდა, როდესაც თავს დაესხნენ.
თავდასხმა გამოწვეულია ჟურნალისტური საქმიანობით, აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების ჯგუფი ყვიროდა, რომ არ მოსწონდათ “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკა.
პირები, ვინც ოპერატორ მურმან ზოიძეს მცირეწლოვანი შვილის თვალწინ გაუსწორდა ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
ოპერატორი პირდაპირ ეთერში სტუმრად უფლებადამცველ ციალა ქათამაძეს რთავდა, როდესაც თავს დაესხნენ.
ციალა ქათამაძე “პირველებთან” ამბობს, რომ ზოიძეს 5 ახალგაზრდა კაცი ურტყამდა.
“ერთ კაცს სადღაც 5-მდე ადამიანი სცემდა. დავინახე, რომ ბავშვიც იროდა. ბავშვს “ტვ პირველის” მიკროფონი ეჭირა. გამოიარეს ახალგაზრდებმა, რომლებმაც, როორც თვითმხილველები საუბრბენ, შეაგინეს ტელევიზიზიას და შეიგინეს ბავშვის მიმართულებით. ბავშვის მამამ დაიცვა ბავშვი და დაიწყეს, თქვენი ოპერატორის ცემა. თვალებიდან არ ამომდის სცენა, როგორ სცემდა 5 პირი ერთ კაცს”- აცხადებს ქათამაძე.
ტვ პირველი