გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული პილოტის, ზაზა ლორიას ქვრივმა, თამარ ასანიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში პირველი კომენტარი გააკეთა:
„დამირეკა, ერთ საათში უნდა ჩამოვიდე და დამხვდიო. ახლაც ველოდები. საშინელი ტრაგედია მოხდა. განა მარტო ჩემს ქმარს ვტირი, მე ვტირი იმ ბიჭებს, ვინც შეეწირა – დანარჩენი მფრინავები, მაშველები, ექიმები. ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი და დღეს ამას შეეწირა. ყოველთვის სადარაჯოზე იყო, ყოველთვის მზად იყო.
სამსახურშიც ამბობდნენ, ზაზა რომ გაფრინდა, მშვიდად ვიქნებით, ზაზა რომ მიფრინავს, ყველაფერი კარგად იქნებაო. შვებულებაში იყო, მაგრამ მისთვის შვებულებაც არ არსებობდა. ბედნიერ წლები გავატარეთ, ბედნიერი ვიყავი, რომ ზაზა ლორიას მეუღლე ვიყავი. ყოველთვის ვამაყობდი, იყო ყოველთვის თავმდაბალი, სიკეთის განსახიერება. ყველას გადამრჩენელი, მაშველი, კარგის მეტის თქმა არ შემიძლია, საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო მეუღლე, საუკეთესო მამა, ბაბუა.
ძალიან მიჭირს და მიმძიმს მე ამის წარსულში ლაპარაკი. მე არ ვიცი იქ რა მოხდა, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რომ გადაერჩინა საკუთარი თავი და ყველა. ნამდვილად ვიცი, რომ ბოლო წუთამდე იბრძოდა, იმიტომ რომ პირველი შემთხვევა არ იყო“.