ორგანიზაციის „ჩემი ქალაქი მკლავს“ ინფორმაციით, 23 იანვარი 10:00-11:00 საათის ფარგლებში თბილისში ძალიან ცუდი ჰაერია.
„ჰაერის მონაცემებს გაწვდით: დიდუბე, დიდი დიღომი, ისანი, საბურთალო (ნუცუბიძის პლატო), გლდანი, (ჩვენი აპარატები) და აღმაშენებლის გამზირი, ყაზბეგის გამზირი, ვარკეთილი, წერეთლის გამზირი (მთავრობის აპარატები) “ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასეთ დროს შეიძლება გააჩნდეს ჯანმრთელობის გარკვეული ეფექტები მოსახლეობის იმ ძალზე მცირე ჯგუფისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ზემგრძნობელობა ჰაერის დაბინძურებისადმი.
ჰაერის დაბინძურებისადმი სენსიტიური ჯგუფები შესაძლებელია განიცდიდნენ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. თუმცა მთელი მოსახლეობისათვის მავნე ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის გვერდზე მოცემულია რეკომენდაციები, როგორ უნდა დავიცვათ თავია ასეთ დროს.
შემდეგმა ჯგუფებმა უნდა შეამცირონ გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა:
გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირები
ბავშვები და ხანდაზმულები
ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა.
„ეს არაა იშვიათობა, თუმცა ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს იქიდან გამომდინარე, რომ ზამთარში ხშირად გვაქვს ინვერსია და ის ხელს უწყობს ამ ყველაფრის ვიზუალიზაციას და დაბინძურების დონის აწევას, რადგან ზამთარში დაჭირხნულია ატმოსფერო, კონცენტრაციები გაცილებით მაღალია და თვალნათლივ ჩანს, თუმცა ზაფხულის პერიოდშიც გვქონია არაერთი შემთხვევა.
სხვადასხვა მოწყვლადობის მქონე, სხვადასხვა ტიპის ადამიანები – ბავშვები, ორსულები, გულსისხლძარღვთა და ფილტვის დაავდების მქონე პირები უნდა მოერიდონ ფიზიკურ აქტივობას, გარეთ დიდხანს ყოფნას, ჯობია დარჩნენ სახლში, ოთახი მოკლე ხნით გაანიავონ.
ჯანდაცვის ექსპერტების მიერ აღიარებულია, რომ მყარი ნაწილაკები არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო დამაბინძურებელი, რადგან ესაა ძალიან წვრილი ნაწილაკები, ძალიან ღრმად აღწევს ადამიანის ორგანიზმში, ბრონქებში, ზოგი კი პირდაპირ სისხლში ხვდება, თუმცა დასამშვიდებელია ის, რომ ესაა ბუნებრივი მტვერი, არ არის მეტალურგიული ქარხნებიდან ან ქიმიური წარმოებიდან გაფრქვეული მყარი ნაწილაკები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს მძიმე ლითონებს, კანცეროგენულ ნივთიერებებს და ა.შ.“ – ამბობს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი.