ჩვილი რეანიმობილში დაიღუპა – ხობში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ჩვილი რეანიმობილში დაიღუპა - ხობში ავარია მსხვერპლით დასრულდახობის მუნიციპალიტეტ სოფელ შუა ქვალონში დღის საათებში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები იმერეთიდან, კერძოდ კი ბაღდათის რაიონიდან იყვნენ.

არსებული ინფორმაციით, ისინი სტუმრად იმყოფებოდნენ ხობის რაიონში. ავტოსაგზაო შემთხვევას 1 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ჩვილი რეანიმობილში გზაში დაიღუპა, როდესაც ის ქუთაისში გადაჰყავდათ.

ცნობისთვის, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი პირი: ავტომობილის მძღოლი, ჩვილის დედა და თანმხლები ქალი.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ ერთ-ერთი დაშავებული სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით ხობის ჰოსპიტალში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ავარიის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.