ჯემიანი ღვეზელი -„ნუა“

ჯემიანი ღვეზელი -„ნუა“„ქალი ემიგრანტი“ სოციალურ ქსელში ჯემიანი ღვეზელის „ნუას“ რეცეპტს აზიარებს:

სახელდახელოდ მომზადებული, ჯემიანი ღვეზელი მოგართვით სახელწოდებით „ნუა”არის მოსამზადებლად უპრეტენზიო და გემრიელი
მაშ ასე დაგჭირდებათ:
2 ც საშუალო ზომის კვერცხი
150 გრ შაქარი
250 გრ პ/ფქვილი
8 გრ გამაფხვიერებელი
125 გრ ნადუღი
40 მლ მცენარეული ზეთი
1 ც ლიმონის ცედრა
ვანილი
ჯემი სქელი კონსისტენციის ან შოკოლადის წვეთები სურვილისამებრ.

მომზადება:
1)თასსზე შაქარი და კვერცხი ვთქვიფოთ მაღალი სიჩქარით 10 წთ+ზეთი+ნადუღი +ლიმონის ცედრა+ვანილი ,ბოლოს დავაცრათ პ.ფქვილისა და გამაფხვიერებლის ნაზავი
2)მზა მასა ჩავასხათ 18 სმ. დიამეტრის,ცხიმ.ფქვილ მოფრქვეულ ფორმაში ,ზემოდან ალაგ/ალაგ კოვზობით დავადოთ ჯემი(5/6 კოვზი)
3)გამოვაცხოთ 180 °ზე გაცხელებულ ღუმელში40-45 წთ(დამოკიდებულია ღუმელზე)
4) ჯემიანი ღვეზელს თბილზე , მოვაცრათ შაქრის პუდრა.