საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ექვსივე დაშავებული საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსშია“ გადაყვანილი და მათგან ერთს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
„საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შემოსულია ექვსი პაციენტი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, რვა წლამდე ბავშვია. ერთ-ერთი პაციენტი უკვე საოპერაციოშია, მუცლის ღრუს ტრავმა აქვს და გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. რამდენიმე პაციენტთან ღია მოტეხილობაა, თავის ტვინის ტრავმაა, კვლევები უტარდებათ და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა. მართვით სუნთქვაზე, სუნთქვის უკმარისობით და თავის ტვინის ტრავმით მიმდინარე კომატოზური მდგომარეობით არცერთი არ არის, მაგრამ საკმაოდ საყურადღებოდა მძიმე პაციენტები არიან, ერთი უკვე საოპერაციოშია როგორც გითხარით და ალბათ ღია მოტეხილობებზეც დასჭირდება საოპერაციო ჩარევა“, – განუცხადა პირველ არხს“ საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, სულხან სამხარაძემ.