ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა სენაკში, სოფელ კოტიანეთში მომხდარი ავარიის შედეგად.
გავრცელებული ცნობით, ქორწილიდან მომავალი ავტომობილი მოცურდა და ხეს შეეჯახა. გარდაცვლელები ადგილობრივები არიან.
„საშინელება დატრიალდა წუხელ ჩვენ სოფელში. ქორწილიდან მომავალი ავტომობილი მოცურდა და ხეს შეეჯახა. ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”, – ამბობს გარდაცვლილების თანასოფლელი.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.