იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით, 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით, 29 წლის ქართველი კაცი დააკავესიტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება.

პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტის ქართველი ფსონების ცენტრში სამზარეულოს დანით შეიჭრა და მუქარით 6 000 ევრო წაიღო. ის პოლიციამ რამდენიმე დღის შემდეგ დააკავა.

ქართველის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ნაძარცვი თანხა ამოიღეს. გარდა ამისა, იქვე, ნაგვის ურნაში ნაპოვნია მისი ტანსაცმელი, რომლითაც ცენტრი დააყაჩაღა.

ქართველი კაცი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. საქმეზე გამოძიება გრძელდება.