ხათუნა სამნიძე – „ვიქნებოდი აქტიურად ჩართული ამ მძიმე ბრძოლაში, თუმცა გავდივარ ქიმიოთერაპიას“

ხათუნა სამნიძე - „ვიქნებოდი აქტიურად ჩართული ამ მძიმე ბრძოლაში, თუმცა გავდივარ ქიმიოთერაპიას“„ვიქნებოდი აქტიურად ჩართული ამ მძიმე ბრძოლაში, თუმცა გავდივარ ქიმიოთერაპიას“ – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” ლიდერიმა, ხათუნა სამნიძემ „ოცნების” მიერ რუსული კანონის შემობრუნების შესახებ „ფორმულას” განუცხადა.

სამნიძე ამბობს, რომ ვერაგი დაავადების დამარცხების შემდეგ აუცილებლად ჩაერთვება ბრძოლაში და შეუერთდება მის კოლეგებს.

დეპუტატმა ასევე სოლიდარობა გამოუცხადა ყველა ონკოპაციენტს, ვინც ამ დაავადებას ებრძვის.

არ ვარ ახლა აქტიურად ჩართული ჩემს კოლეგებთან, განსაკუთრებით ქალ პოლიტიკოსებთან ერთად, ამ მძიმე ბრძოლაში, სადაც აუცილებლად ვიქნებოდი, რომ არა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მაქვს საკუთარი ბრძოლა, ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას მოვიგებ და ისევ შევუერთდები ჩემს კოლეგებს. ჩავერთვები უკვე ფიზიკურადაც ამ ბრძოლაში და ვიქნები ძალიან აქტიური.

მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს (ონკოპაციენტებს), ვინც ამ დაავადებას ებრძვის, ამ ბრძოლაშია, მხნეობა ვუსურვო, ენერგია ვუსურვო, ოჯახისა და მეგობრების თანადგომა, რამაც მე გადამადგმევინა პირველი ნაბიჯები ამ შოკისმომგვრელი ინფორმაციის შემდეგ.