პენსილვანიაში ჩასულ დონალდ ტრამპს თავს დაესხნენ – აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მის გამოსვლაზე შეკრებილ მხარდამჭერებს სცენიდან მიმართავდა, რა დროსაც მისი მიმართულებით გაისროლეს.
მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის, ის უსაფრთხო ადგილას იმყოფება. ასევე ცნობილია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„პრეზიდენტი ტრამპი მადლობას უხდის სამართალდამცველებს ამ საზარელი ფაქტის პირველადი რეაგირებისთვის. ის თავს კარგად გრძნობს და შემოწმებას ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადის. დამატებით დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ”, – განაცხადა მისმა სპიკერმა.
შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ცნობით, მიტინგზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდაა. განცხადება უწყების კომუნიკაციების უფროსმა, ენტონი გულელმა გააკეთა:
ინციდენტი 13 ივლისს, საღამოს, პენსილვანიაში, ტრამპის გამოსვლაზე მოხდა. საიდუმლო სამსახურმა დამცავი ზომები გაატარა და ყოფილი პრეზიდენტი უსაფრთხოდ იმყოფება. ახლა ეს საიდუმლო სამსახურის აქტიური გამოძიების საკითხია და შემდგომი ინფორმაცია გამოქვეყნდება, როდესაც ხელმისაწვდომი იქნება, – განაცხადა მან.”ძალადობა, რომელიც მიმართულია რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე ან პოლიტიკურ ლიდერზე, აბსოლუტურად მიუღებელია“, – ამის შესახებ კი X-ზე პენსილვანიის გუბერნატორმა, ჯოშ შაპირომ დაწერა.