„ხარება” ცესკოსთან გამოიძახეს

„ხარება" ცესკოსთან გამოიძახესთბილისის საპატრულო პოლციის შეფი, ვაჟა სირაძე “პირველებთან” ადასტურებს, რომ “ხარება” ცესკოსთან გამოიძახეს.

ხარება არის პოლიციელი, როგორც ჩვენ ვართ და საზოგადოებრივ წესრიგს ვიცავთ ყველანი. რას ნიშნავს რატომ გამოცხადდა. პოლიციური დანაყოფის ხელმძღვანელები იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. რა მნიშვნელობა აქვს, ხარება იქნება თუ ვინ იქნება”, – ამბობს ვაჟა სირაძე.
ცესკოში გიორგი კალანდარიშვილის დასაცავად “ხარება” მიიყვანეს – „პირველების” ინფორმაციით, ზვიად ხარაზიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ცესკოს შეფს სახეში შავი საღებავი „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დავით კირთაძემ შეასხა.

„ტვ.პირველმა” გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, როგორ არის გამაგრებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეზოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფი და გდდ-ს დანაყოფები.