„სასაცილოა, რომ დასავლეთთან ურთიერთობას მაკა ბოჭორიშვილი დაალაგებს“

„სასაცილოა, რომ დასავლეთთან ურთიერთობას მაკა ბოჭორიშვილი დაალაგებს“„ძალიან სასაცილოა, რომ მაკა ბოჭორიშვილი დაალაგებს დასავლეთთან ურთიერთობას“ – ასე აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატად მაკა ბოჭორიშვილი წარდგენას.

„ეს უბრალოდ, როგოც ჩანს, დაიმსახურა იმ ანტიდასავლური განცხადებების გამო, რომელიც ამ ქალბატონის მხრიდან გვესმოდა“, – ამბობს ის.

არალეგიტიმურს უწოდებს გიგაური ახალ პარლამენტს და აცხადებს, რომ ვიდრე პრეზიდენტის სარჩელზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ იქნებოდა ცნობილი, “პარლამენტს შეკრების უფლება არ ჰქონდა.“

ამ პარლამენტის მუშაობა არის არალეგიტიმური, ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტმა შეიტანა სარჩელი საკონსტიტუცვიო სასმართლოში და სანამ კონკრეტული გადაწყვეტილება რ მიიღება, ამ პარლამენტს შეკრების უფლება არ ჰქონდა, ამიტომ ყველა ის გადაწყვეტილება, რასაც ისინი მიიღებენ არის უკანონო, არაკონსტიტუციური და მოქალქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ პარლამენტში შეკრებილ ხალხს დეპუტატები არ ჰქვიათ“, – ამბობს ეკა გიგაური.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების ჩანიშვნას – გიგაური მიიჩნევს, რომ „ოცნებას“ უბრალოდ სხვა გზა აღარ აქვს და ჩქარობენ.

„ისინი ჩქარობენ, რადგან სხვა გზა არ აქვთ, რადგან ისინი ლეგიტიმაციას ვერც მოქალაქეების და ვერ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ვერ მიიღებენ და სხვა გზა არა აქვთ, გარდა იმის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ“, – ამბობს ის.