პოლიტიკური გაერთიანება „ერის“ თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გაზაფხულზე უნდა მომხდარიყო საშემოდგომო არშემდგარი რევოლუციის ახალი რედაქცია: – დანამდვილებით იგეგმებოდა გახარიას 18 თანაგუნდელის გამოსვლა პარლამენტის უმრავლესობიდან. საბოლოოდ, 6 ადამიანი გამოვიდა უმრავლესობიდან. უმრავლესობა იშლებოდა, იქმნებოდა ხელოვნური კრიზისი და რევოლუციური სიტუაცია. ამის პარალელურად „დაჩაგრული მელიას“ დასაცავად განზრახული იყო დაქირავებულების გამოყვანა ქუჩებში. გახარია რუსეთის გარეშე ერთ […]
კატეგორია: აქტუალური
საქართველოში მამაკაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 450 ლარით აღემატება
საქართველოში მამაკაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 450 ლარით აღემატება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1.022.9 ლარით, ხოლო კაცების – 1.473.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 49.5 ლარი. ამასთან, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
ანა დოლიძე თბილისის მერად კენჭისყრას აპირებს – “ესაა ხალხის დაკვეთა”
ანა დოლიძე თბილისის მერად კენჭისყრას აპირებს. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა. “თბილისს, რომელიც მაგალითია მთელი საქართველოსთვის, სჭირდება მერი, რომელმაც ზუსტად იცის რა სჭირდება ხალხს. თბილისს სჭირდება – მერი ხალხისთვის. მეგობრებო, დიდი ხანია საუბარია მედიაში, ვინ უნდა იყოს მერობის საერთო კანდიდატი. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება ხალხისთვის. საზოგადოებას ვთავაზობ ჩემ კანდიდატურას განსახილველად. მე არასდროს […]
“მომწონს, გახარია 20 ივნისს ახლაც თავის თავზე რომ იღებს” – თორნიკე შარაშენიძე
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი გახარიაზე საუბრობს.პასუხობს. – გახარიაში მე რაც მომწონს, არის ის, რომ პრინციპულად ამბობს, 20 ივნისს მე ვიღებ ჩემს თავზეო. ძალიან კარგია, ამას სხვებს რომ არ აბრალებს. იქ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, მაგრამ ეს, ვფიქრობ, ბრძანების კი არა, ქაოსის შედეგი იყო. ერთმა გაისროლა და აჰყვა ყველა. მერე ვეღარ […]
თეა წულუკიანი – “ნიკა მელია, როგორც პოლიტიკოსი, დასრულდა”
ნიკა მელია, რომელიც შეიძლებოდა მის დაპატიმრებამდე ჩაგვეთვალა, რომ პერსპექტიული პოლიტიკოსი იყო, დღეს დასრულებულია, წარსულს ეკუთვნის, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ნიკა მელიამ მას არ მოუსმინა. „ნიკა მელია, რომელიც შეიძლებოდა, მის დაპატიმრებამდე ჩაგვეთვალა, რომ პერსპექტიული პოლიტიკოსი იყო, დღეს დასრულებულია, წარსულს ეკუთვნის. მე არაერთხელ ინტერვიუში, იმიტომ, რომ მასზე უფროსი ვარ და მგონია, […]
ივანიშვილი – “გახარიამ უღალატა საკუთარ გუნდს და სახელმწიფოს, მან დიდი პოლიტიკური დანაშაული ჩაიდინა”
ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიას შესახებ განცხადება გაავრცელა. მან უარყო საზოგადოებაში გავრცელებულ ხმები იმის შესახებ, რომ გახარიას პარტია მისი პროექტია. “მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირმა სრულიად გაუგებარ დროს, ყოვლად გაუგონარი მიზეზით დატოვა თანამდებობა – იგი გადადგა იმ მიზეზით, რომ არ სურდა კანონის უზენაესობის დაცვა და კანონის აღსრულება, რისკენაც მას […]
ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა შშმ ბავშვს გამოიყვანენ – სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა
იურისტ ანა არგანაშვილის თქმით, სასამართლომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა – ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გამოიყვანონ და ისინი მიმღებ ოჯახებთან ან საოჯახო ტიპის თავშესაფრებში გადაიყვანონ. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო. “დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ დაუყოვნებლივ, დღესვე, ამ წამს უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანსიონიდან”. – თქვა ანა აბაშიძემ. ანა არგანაშვილმა კი დააზუსტა: “სასამართლომ […]
“სააკაშვილმა გახარიას რევოლუციაში დახმარებისთვის რამდენიმე მილიონი შესთავაზა” – მამუკა არეშიძე
ვერ ვიტყოდი, რომ გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობდა. როგორც ჩანს, ეს იყო გარიგების გარკვეული ფორმა, რომელიც რიგი მიზეზების გამო, ორივეს ინტერესებში იყო. ეს გარიგება რატომ შედგა და მიზეზი რა ჰქონდა, ეს მეორე საკითხია, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, მამუკა არეშიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მას ყოველთვის აინტერესებდა, რატომ მოინდომა გახარიამ, მთავრობას 2-3 დღე მოეცადა მელიას დაკავება. […]
გიორგი ვაშაძე – “მინიმუმ კიდევ 6 თვით უნდა გადავადდეს საშემოსავლო გადასახადების გადახდა”
“მოვითხოვთ და ვაყენებთ საკითხს, რომ მინიმუმ კიდევ 6 თვით გადავადდეს საშემოსავლო გადასახადების გადახდა და გავრცელდეს ის შეღავათები, როგორიც დღეს არის ზოგადად ქვეყანაში. კოვიდ კრიზისამდე უმძიმესი პირობები იყო ეკონომიკაში. კოვიდ კრიზისმა საერთოდ გააღარიბა და გაანადგურა ქართული ბიზნესი, დაგვაკარგვინა ბევრი სამუშაო ადგილი და რაც არის დარჩენილი, ახლა ამის შენარჩუნება არის ნომერ პირველი ამოცანა, ” – ამბობს “სტრატეგია […]
რატომ არ ურტყამს კალაძე გახარიას?
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია “ქართული ოცნების” ნერვებზე თამაშობს: – მას დააწყებინა ისეთი მოქმედება, როგორიცაა რეგიონებში საჯარო სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლება. “ოცნების” ყველა ლიდერი, კალაძის გარდა, გახარიას წინააღმდეგ გამოვიდა. – კალაძე არ ურტყამს გახარიას? – არსად შემინიშნავს, რომ კალაძეს რაიმე კრიტიკული ეთქვას გახარიას მისამართით. – შესაძლოა, კალაძე გახარიასთან წავიდეს? – კალაძეს არაფერში […]










