აშშ-ის საელჩო რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვა. ამის შესახებ ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ გაცხადებაში. საელჩოს განცხადებსი ასევე ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მხრიდან ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიასთან დაკავშირებით, განცხადების მიხეგვით, ლუგარის ლაბორატორიამ სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი შეასრულა საქართველოთვის კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. „იმ ფონზე, როდესაც […]
კატეგორია: აქტუალური
ნინო ბურჯანაძე – „ქართული ოცნება“ იმ მეთოდებით მუშაობს, რომლებითაც სააკაშვილი მუშაობდა”
„ოცნებამ“ იმდენი თხარა თაგვივით, რომ პოლიტპატიმრების აღიარება გამოთხარა“ იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა აქვთ თუ არა კონსულტაციები ოპოზიციაში თანამშრომლობის გაღრმავებაზე? მისი პარტია არჩევნებზე დამოუკიდებლად გამოვა თუ ერთობას შექმნის სხვა პარტიებთან? იყრის თუ არა კენჭს მაჟორიტარად? რას ფიქრობს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორზე და რას მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილის იარაღად? რა პასუხი აქვს „ოცნების“ პროპაგანდაზე მის ინტერვიუსთან დაკავშირებით და რას […]
ლადო სადღობელაშვილი – „თეა წულუკიანი „ოცნების“ სიის პირველ სამეულში იქნება“
„მას საკუთარი არასამთავრობო აქვს შექმნილი, რომელსაც „რეფორმერ-დრო“ ჰქვია“ ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე “ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს. – მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა, გარკვეული შეზღუდვებიც, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ცუდ დღეშია. გახარია აცხადებს, დროულად გადმოგვეცით სიები, რომ მოხდეს კომპენსაციების გაცემაო. რა ქნას ამ ხალხმა, ვისაც არც ხელფასი აქვს და არც დახმარება? – […]
ციხელაშვილი – ჩემი მოხსნა გახარიამ გადაწყვიტა
მინისტრი, რომელიც ზუსტად 24 დღეში თანამდებობას ოფიციალურად დათმობს, პირველ განცხადებას საოკუპაციო ხაზიდან აკეთებს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქეთევან ციხელაშვილი მინისტრობის შემდეგ მუშაობას ელჩად გააგრძელებს, ის სოფელ ოძისში ჩავიდა. მინისტრი ადგილობრივებს შეხვდა და კიდევ ერთხელ გაეცნო იმ პრობლემებს, რომელთაც მინისტრის რანგში 2016 წლის აგვისტოდან ისმენს. მისი შეცვლის გადაწყვეტილება ოფიციალურად 15 ივნისიდან შევა ძალაში. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, […]
გიორგი გახარია – საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება
კორონავირუსის პრევენციის გამო, დაწესებული კომენდანტის საათის შეზღუდვა ხვალ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად მოიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, პასუხისმგებლობა იზრდება როგორც მთავრობის, ასევე საზოგადოებისაც, პირბადეების ტარება და ჯანდაცვის წარმომადგენელთა სხვა რჩევები კი ძალაში რჩება. „რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომი […]
გიგი უგულავა – “ვანო მერაბიშვილი ნაციონალებს შეუერთდება”
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდება. აღნიშნულის შესახებ უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. „საბოლოო ჯამში, პარტიულად ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება. როგორი ფორმით, რანაირად, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის საქმეა. საიდუმლო გავეცი?-არ მგონია, ეს დიდი საიდუმლო იყოს, მე ჩავთვალე, რომ ეს ყველასთვის ცხადი იყო“, – განაცხადა უგულავამ. […]
კელი დეგნანი – “ბიზნესი საქართველოში ფულს ჩადებს, თუ სამართლიანი სასამართლო გექნებათ”
ჩვენ ვისურვებდით, რომ მეტ ამერიკულ კომპანიას განეხორციელებინა ინვესტიცია საქართველოში და მეტ ქართულ კომპანიას – ამერიკაში , – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ვირტუალური პრესკონფერენციის მიმდინარეობისას განაცხადა. ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის მნიშვნელობას. „ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ამ შესაძლებლობების შესაქმნელად და თანხვედრაში მოსაყვანად. ვფიქრობ, რომ კორონავირუსული პანდემიის დროს, დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „ივანიშვილს საუკეთესოს ვუსურვებ – ოპოზიციაში მშვიდობიან გადასვლას“
„ოქტომბრის არჩევნებმა უნდა მოიტანოს ახალი, გარდამავალი კოალიციური მთავრობის შექმნა“ იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა. ეს მოხდა საერთაშორისო ზეწოლის და დასავლეთში გაკეთებული უმწვავესი განცხადებების შედეგად, სადაც ზოგიერთმა სენატორმა და ევროპარლამენტარმა „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ უთხრეს, რომ მას ჰყავს პოლიტპატიმრები. ციხიდან გათავისუფლებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „გამარჯვებული […]
სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა. გიორგი რურუას ადვოკატები მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ, პროკურორი კი აცხადებდა, რომ გიორგი რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის ახალი გარემოება არ არსებობს. „რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, რასაც დაცვის მხარე აყენებს, თავისთავად, ამ გარემოებას ჩვენ არ დავეთანხმებით, რადგან […]
სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა – “ვერ დავუშვებ, რომ 2 დამნაშავის გამო სიტუაცია გამძაფრდეს”
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. “მივიღე გადაწყვეტილება, გამოვცე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეწყალება ძალაში შევა, მინდა მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს“,-განაცხადა პრეზიდენტმა. “მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ არა როგორც სალომე […]









