კატეგორია: აქტუალური

კახა ოქრიაშვილი “ოცნების” უმრავლესობის დაშლას აპირებს

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა 14 ნოემბრის პარლამენტის სხდომამდე, რომელმაც პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, “ახალი თაობა” მაჟორიტარ დეპუტატ კახა ოქრიაშვილს ესაუბრა. – ბატონო კახა, 13 ნოემბერს დილით პარლამენტის სხდომის დაწყებამდე უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან შეიკრიბა. საკმაოდ ხმაურიანი შეხვედრა იყო, იყო მუქარაც ივანიშვილის მხრიდან. რას აპირებთ მაჟორიტარი დეპუტატები, რატომ გაქვთ ასეთი მიუღებლობა პროპორციული სისტემის მიმართ? – აქ […]

სალომე ზურაბიშვილი გულის შეტევით ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს?

გაუჩინარებული სალომე ზურაბიშვილის ამბავს ყველა კითხულობს. როგორც ამბობენ,  რამდენიმე დღის წინ ქვეყნის პრეზიდენტი გულის შეტევით ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს.

გიორგი მარგველაშვილი – ”არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ ვითარება დრამატულია”

საქართველოს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც დღეს საღამოს პარლამენტთან აქციას შეუერთდა, ტვ პირველის წამყვანის, ინგა გრიგოლიას კითხვაზე პასუხად აცხადებს: „მე არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ ვითარება დრამატულია… არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ არ მინდა დიქტატურაში ცხოვრება“. მარგველაშვილმა განაცხადა: „ვდგავარ იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი და იმა ადგილას, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია“. „ან ხალხის ნება, ან რაღაც […]

პარლამენტმა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მხარდასაჭერად საჭირო იყო 113 ხმა, კანონპროექტს კი ხმა მისცა 101-მა. ამრიგად, კანონპროექტი ჩავარდა. პარლამენტის თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა.

განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების […]

ნაციონალები “ოცნების” კანონპროექტს პროპორციული არჩევნების შესახებ მხარს დაუჭერენ

“უმრავლესობას არ მივცემთ სპეკულირების საშუალებას და ჩვენ ერთსულოვნად დავუჭერთ მხარს მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს,” – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განუცხადა. გოცირიძის თქმით, ოპოზიცია არ დაუშვებს, რომ იგივე განმეორდეს, როდესაც “მაჟორიტარების ხელოვნური ბუნტი მოახდინეს”. “უმრავლესობას არ მივცემთ სპეკულირებისა და თავიანთი შიდა არეულობის ინსპირაციის შემთხვევაში, სხვებზე გადაბრალების საშუალებას. ჩვენ […]

 ამერიკამ საქართველოს ხელისუფლება ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილის დაკითხვის სტენოგრამა კონგრესის საიტზე გამოქვეყნდა ამერიკელმა დიპლომატმა, ჯორჯ კენტმა სენატში დაკითხვის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება პროკურატურას ოპონენტების დევნასა და პოლიტიკური რეპრესიებისთვის იყენებს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილის დაკითხვის სტენოგრამა კონგრესის საიტზე გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია: „საქართველოს და უკრაინას ორივეს ნატოში გაწევრიანება სურთ. ორივე მილიარდობით […]

ივანიშვილის ქონება კიდევ 450 მილიონი დოლარით გაიზარდა

მსოფლიოში ცნობილი გამოცემის, Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ქონება, 2019 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით, კიდევ 450 მილიონი დოლარით გაიზარდა. 450 მილიონი დოლარი, დღევანდელი კურსის გათვალისწინებით, მილიარდ 300 მილიონ ლარზე მეტია. მაშინ, როდესაც ქვეყანა სიღარიბესა და კორუფციაში იხრჩობა, ოლიგარქი ივანიშვილი საკუთარ ქონებას ზრდის, მათ შორის ხალხის უკიდურესი გაღარიბების ხარჯზე. ბმუმბერგი წერს რომ […]

დავით ჭიჭინაძე – “ოცნება” 2020-ში კოალიციურ მთავრობაშიც კი ვერ მოხვდება”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო დავით, თქვენ განაცხადეთ, რომ 2020 წელი არ იქნება საქველმოქმედო წელი. უფრო კონკრეტულად რას გულისხმობთ? – დიახ, ნამდვილად არ იქნება 2020 წელი საქველმოქმედო წელი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ივანიშვილმა მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ […]

სოსო ცინცაძე – “პრეზიდენტ ზურაბიშვილს დეკანოზ მამალაძეს შეაწყალებინებენ”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა   პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს იმაზე, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს. – ბატონო სოსო, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის განთავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს პრეზიდენტს. სალომე ზურაბიშვილს ჯერ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული. როგორ ფიქრობთ, დეკანოზს შეიწყალებს? – სრულიად აშკარაა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი კიდევ არაერთ სატკივარს გაუჩენს ხელისუფლებას. […]