კატეგორია: აქტუალური

ოპოზიციის შეხვედრა ხელისუფლებასთან უშედეგოდ დასრულდა

შეხვედრა სრულიად უშედეგოდ დასრულდა, – აღნიშნული განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომლის ინიციატორიც დიპლომატიური კორპუსი იყო. ვაშაძის თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლებს არავითარი წინადადება და იდეა არ ჰქონდათ და მათ კატეგორიული უარი თვეს იმ კომპრომისულ შეთავაზებაზე, რომელიც ოპოზიციამ მოამზადა და გუშინ 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი. „ყოველგვარი დიპლომატიის […]

მარიამ ჯაში პარლამენტში ახალ ფრაქციას, “დამოუკიდებელ დეპუტატებს”, ქმნის

პარლამენტში ახალი ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” იქმნება. ფრაქციას 6 დეპუტატი ქმნის და მისი ხელმძღვანელი უმრავლესობიდან წასული მარიამ ჯაში იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა. ფრაქციის შემადგენლობაში იქნებიან: მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან კობერიძე. “ფრაქცია არ იქნება მიკერძოებული, გადახრილი არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის მხარეს, რომელიც დღეს არსებობს […]

“კვირიკაშვილი და ჩუგოშვილის გუნდი ერთად შეიძლება დიდი ძალა გახდეს”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – კვლავ აქტუალურია გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხი. ამბობენ, რომ მისი დასაყრდენი პარლამენტში ის ფრაქცია იქნება, რომელსაც “ოცნებიდან” ახლად წამოსული თამარ ჩუგოშვილი და სხვები ქმნიან. გამორიცხავთ კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას? – არა, როგორ გამოვრიცხავ. მართალია, მას არაერთხელ უთქვამს, რომ არ აპირებს […]

კახა ოქრიაშვილი – “ვადამდელი არჩევნები იქნება”

რა თქმა უნდა, სამწუხარო პოლიტიკური პროცესები განვითარდა. თუ ეს ასე გაგრძელდა მომავალში, ვფიქრობ, რომ დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა განუცხადა. ის პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდა და აქციის დარბევასთან დაკავშირებულ კითხვებს არ უპასუხა. „მე ვარ დეპუტატი, მე არ ვარ შსს-ს წარმომადგენელი. ეს კითხვა უნდა დაუსვათ შსს-ს წარმომადგენელს, რატომ მოხდა აქციის […]

არჩილ თალაკვაძე – “კომოს ტბაზე კი არა, მილანში ვიყავი ცოლ-შვილთან ერთად”

„გაკეთებული სიუჟეტით რა სურდათ ეთქვათ საზოგადოებისთვის: პარლამენტის თავმჯდომარე გაფრინდა კომოს ტბაზე დასასვენებლად, იქ ისვენებს ბიუჯეტის ფულით, აი შეხედეთ არ აინტერესებს სხვა არაფერი – ცხრა ამბიდან რეალურად საბოლოოდ დარჩა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს იყო სამსახურში.“ – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედში“ გადაცემა „კვირის თემაში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი […]

გია ხუხაშვილი – ”დილით მოელაპარაკები ივანიშვილს, საღამოს „გადაგაგდებს“, საღამოს მოელაპარაკები, დილით „გადაგაგდებს“

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა მას შემდეგ, რაც ”ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიები „გადააგდეს“ და ხალხი მოატყუეს, სრული ოპოზიციური სპექტრი ქუჩაში გავიდა და აქციები დაიწყო. შესაბამისად, ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა. საპარლამენტო უმრავლესობას კი დეპუტატები ტოვებენ. ამ დროისთვის 15 დეპუტატი უკვე გავიდა უმრავლესობიდან. პროცესების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ, რა გამოხმაურება მოჰყვება დასავლეთის მხრიდან და რაში […]

“ამერიკას უნდა, რომ კალაძე პირველი პირი გახდეს”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა აირაის მიერ გამოქვეყნებული კვლევების შედეგების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს. – კვლევის თანახმად ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი დავით ბაქრაძეა. სამეულში მოხვდნენ კახი კალაძე და დავით უსუფაშვილი. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? – აირაის კვლევებს ცოტა პესიმისტურად ვუყურებდი ხოლმე და ცოტა ირონიულადაც. როცა დავით ბაქრაძეს ახსენებენ, როგორც ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკოსს, ყოველთვის მეღიმება, […]

სოსო ცინცაძე – “ივანიშვილი არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ოპოზიციის ერთიანობაზე საუბრობს. – ბატონო სოსო, დღეს ოპოზიცია მართლაც ერთიანია ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ რამდენად შეინარჩუნებენ ამ ერთობას? ივანიშვილი მათ დაშლას და გადმობირებას ეცდება? – რა თქმა უნდა, ივანიშვილი პირველ რიგში თუ რამეს ეცდება, სწორედ ამ ერთობის დაშლას ეცდება. თუ რამე გააცოფებს, სწორედ ეს, მაგრამ ძალიან […]

თამარ ჩხეიძე – „ვინ დაიჯერებს, რომ ივანიშვილს რამდენიმე მონამ მოუწყო ამბოხი?!“

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს თამარ ჩხეიძეს. ინტერვიუ ჩაწერილია თბილისში გამართულ მიტინგებამდე. _ მოვლენების ასეთ განვითარებას მოელოდით? _ ეს მოვლენები დაიწყო საზოგადოების მოტყუებით. პარლამენტში ჩავარდა დაპირებული კანონპროექტი, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით იმართებოდა. ბოლომდე არ მჯეროდა, რომ ივანიშვილი, რომლის ხელშია შესაბამისი მექნიზმები, ამ […]

კალაძე – “2020-ის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, ცვლილებები არ იქნება”

2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით  ისევე, როგორც ტარდებოდა აქამდე, უკანასკნელი სამი ათწლეულის მანძილზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის კახა კალაძემ ბრიგინგზე განცხადება. როგორც კალაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებები აღარ განიხლება. “პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად  უკანასკნელ დღეებში. გუშინ, ყველამ ნათლად […]