იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა 20 ივნისის აქციის დარბევისას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლევან იმერლიშვილი 10.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისი ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუდგინდა და სასამართლომ აღნიშნული გარემოება გაითვალისწინა. სამაგიეროდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა აქციის მონაწილეთა მხრიდან ერთ-ერთი დაკავებული პირის ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არის თუ არა შერჩევითი სამართალის […]
კატეგორია: აქტუალური
ეკა ბესელია გიორგი კვირიკაშვილს კაფეში შეხვდა – “ვნახულობ ხოლმე, როგორც მეგობარს”
გიორგი კვირიკაშვილს ვნახულობ ხოლმე, როგორც მეგობარს, მაგრამ რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე არაფერი შემიძლია გითხრათ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ არაფორმალურ გარემოში, ერთ-ერთ კაფეში გიორგი კვირიკაშვილთან გუშინდელი შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, კვირიკაშვილს გუშინ ნადვილად შეხვდა, თუმცა აცხადებს, რომ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე საუბარი არ აქვს. „ის არის ადამიანი, რომელთანაც საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავე. რაიმე პოლიტიკურ თანამშრომლობაზე საუბარი […]
ირაკლი ოქრუაშვილმა ბიძინა ივანიშვილს ღია წერილი მისწერა – ”დამიჭირეთ იმიტომ, რომ ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე შეგიქმენით”
ცოტა ხნის წინ ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა მისი ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს: ”ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს! თქვენო უგანათლებულოსობავ და ყოვლად უჭკვიანესობავ! ალბათ გასაგებია მიზეზები, რატომაც მოგმართავთ უშუალოდ თქვენ. ერთი ისაა, რომ ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ხართ, მეორე ის, რომ ყველა ბოროტება თქვენგან მოდის და მესამე, უშუალოდ თქვენი გადაწყვეტილებით გამომკეტეს ციხეში. მეტი სიცხადისთვის, ცოტა შორიდან მომიწევს […]
ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს სახეში ხელი ჩაარტყა – ვიდეო
„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ბესელია ზარდიაშვილს ხელით იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეეხო. დეპუტატებს შორის, მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროს, თავდაპირველად დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ბესელია ზარდიაშვილთან მივიდა და სახის არეში მას ხელი ჩაარტყა. უფრო კონკრეტულად, დეპუტატებს შორის ჩხუბი ვანო ზარდიაშვილის რეპლიკას მოჰყვა ბესელიას შესახებ მაშინ, როცა გედევან ფოფხაძე მოსამართლეობის კანდიდატს კითხვას უსვამდა. აღნიშნულზე ბესელია გაღიზიანდა. კომიტეტის […]
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ 24 სექტემბერს პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გამოაცხადა. “დღეს მე ვაცხადებ, რომ წარმომადგენელთა პალატა იწყებს ოფიციალურ გამოძიებას იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში. მე ვავალებ ჩვენს 6 კომიტეტს, დაიწყონ შესაბამისი გამოძიება”, – განაცხადა ნენსი პელოსიმ. დღემდე აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მხოლოდ სამჯერ მოხდა. პირველად 1868 წელს […]
მამუკა ახვლედიანი – “ნუ გექნებათ სამართლიანობის იმედი!”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი პასუხობს – ბატონო მამუკა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თადუმაძე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს, ხოლო პროკურატურაში ირაკლი შოთაძე დაბრუნდება. რა მიდგომებია, ვისაც სად უნდათ, იქ გადასვამენ, გაშვებულს დააბრუნებენ, სახელმწიფოა თუ კანტორა? – ის პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს, მიუღებელი და წარმოუდგენელია. მას არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან […]
“აშშ არც სააკაშვილს მფარველობს და არც ბოკერიას”
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა “ახალი თაობა” მირიან მირიანაშვილს ესაუბრა. – რუსეთი საქართველოში გააქტიურდა? – ეს თვალშისაცემია. კვირას აშშ-ის საელჩოსთან გაიმართა უპრეცედენტო მიტინგი. ეს ინიციატივა ეკუთვნის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს, რომელიც თავის დროზე რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე იყო. კირიენკოს გეგმის შესრულებაში მონაწილეობდა საქართველოს ხელისუფლება. – პატრიოტთა ალიანსის ლიდერები უარყოფენ ინფორმაციას, რომ მიტინგებზე მათ […]
“ოცნება” – 20%, ნაციონალები – 9%, ევროპული საქართველო და პატრიოტთა ალიანსი – 4-4% – ენდიაის კვლევა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას” მხარს მოსახლეობის 20% დაუჭერდა მხარს. “ოცნება” პირველ არჩევნად გამოკითხულთა სწორედ ამ ნაწილმა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი, 26% ამბობს, რომ არ იცის, ვის მისცემდა ხმას, 19% ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – […]
სალომე ზურაბიშვილი აღარავის შეიწყალებს – “ვაცხადებ მორატორიუმს”
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მის მიერ რამდენიმე პირის შეწყალების საკითხზე საზოგადოების შეშფოთებით ხსნის. „ამ ვითარებიდან გამომდინარე, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე… მე ადრეც გამოვდიოდი წინადადებით, რომ შეწყალების წესები იყოს გადახედილი და იყოს ეს შემუშავებული პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ […]
გია ხუხაშვილი – “მამუკა ხაზარაძე “ოცნებისთვისაც” პრობლემაა და ნაციონალებისთვისაც”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი გია ხუხაშვილი პასუხობს – ბატონო გია, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა. საზოგადოების მხრიდან ცინიკური დამოკიდებულება იგრძნობა მის მიმართ. თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? – ხარვეზები და მოწონება-არმოწონება არის გემოვნების საკითხი და ძალიან ზედაპირული გაგება და ანალიზია ამ ყველაფრის. მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს, რაც მან […]










