კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”

“კალაძეს ვაჟკაცობა უნდა ეყოს და უარი უთხრას “ოცნებას” მერობაზე” – მამუკა გამყრელიძე

მამუკა გამყრელიძე: "გახარია ოპოზიციისთვის დიდი პრობლემაა"

მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კახა კალაძე ორჭოფულ მდგომარეობაშია: – მას უნდა თამაშიდან სუფთად გასვლა და არ უშვებენ. ვერ გავა ასე მარტივად. ვაჟკაცობა უნდა ეყოს კალაძეს, რომ უარი უთხრას “ოცნებას” მერობაზე. მას 100%-იანი ექნება გადაცდომები. იმიტომ, რომ ქალაქი ისეთი სტრუქტურაა, სხვანაირად შეუძლებელია. ამიტომ ყურს აუწევენ ყოველთვის. ამიტომ სუფთად გამოსვლა, ჟარგონზე რომ ვთქვათ, არ […]

„გახარიას პრობლემა ისაა, რომ ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილება არ აქვს“

გახარია - "ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია"

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გიორგი გახარიას უღიმღამო პრეზენტაცია ჰქონდა. – მას არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება, მით უფრო ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილება. თანამდებობიდან მოსულია, ასე დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა, მაგრამ ოპოზიციაში ყოფნა სულ სხვაა. მას აქვს პოლიტიკური რეიტინგი, მაგრამ ეს რეიტინგი რომ შეინარჩუნოს, უნდა გამოკვეთოს ის თემები, რომლებითაც ის იქნება განსხვავებული დანარჩენი პოლიტიკური […]

“გახარიას გუნდის 90%-ს ნაცების დროინდელი კადრები შეადგენენ” – ლადო სადღობელაშვილი

ლადო სადღობელაშვილი -  „არჩევნების გადადება ახლა ოპოზიციას აწყობს“

ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას პარტიის გაკეთება და პოლიტიკაში დაბრუნება არ სურდა: – არ გამოვრიცხავ, რომ ისინი, ვინც აიძულებენ მას ასეთი ქმედებისკენ, იყვნენ ივანიშვილის გავლენის ქვეშ. – ანუ არიან შუამავლები მას და ივანიშვილს შორის? – კი, ასეა და რაც ჩვენ ვიხილეთ, გახარიას გადაწყვეტილება არ იყო. გადავავლოთ თვალი მისი გუნდის წევრებს – […]

“გახარია “ოცნებას” ვერ დაშორდება” – დავით ჭიჭინაძე

დავით ჭიჭინაძე -  "ისე დაიწყეს ამ ქვეყანას გაყოფა, თითქოს მართლა ბაბუამ დაუტოვათ"

“ტრიბუნას” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიასგან უფრო ომახიან გამოსვლას ელოდა, თვითკრიტიკასაც, წარსულის კრიტიკასაც და მომავლის იმედების გაჩენასაც: – მის გუნდში არიან ყოფილი გუბერნატორები, ადმინისტრაციის უფროსები, შსს-ს ყოფილი თანამშრომლები. ეს ის ხალხია, რომლებიც “ქართული ოცნების” ორბიტას ვერ შორდებიან, ვერ უპირისპირდებიან. – ვერც გახარია დაუპირისპირდება? – თვითონ გვითხრა, ვერაო, არავისთან […]

“კობახიძე გახარიას კრიტიკით მას რეიტინგს აუწევს” – რამაზ საყვარელიძე

ირაკლი კობახიძე - "გახარია საერთოდ არაა აქტუალური, ის პრობლემებს ვერ შეგვიქმნის"

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია იქნება დასავლეთზე მკაფიოდ ორიენტირებული ძალა. – ვრცელდება ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით. საუბარია დავით კეზერაშვილზე. თუმცა, გუნდი ამ ინფორმაციას უარყოფს.  –  კეზერაშვილი უფრო სკანდალის ნაწილი მგონია, სკანდალისთვის შექმნილი ვერსია. არა მგონია, გახარიას მაინცდამაინც კეზერაშვილი აერჩია დამფინანსებლად ან კეზერაშვილს გადაეწყვიტოს მისი დაფინანსება. გახარია კარგად იცნობს ქართულ ეკონომიკურ სივრცეს. ბოლოს […]

“არ მინდა, რომ ნიკა მელია ჭაობში ჩაითრიონ ნაცმოძრაობის ოდიოზურმა სახეებმა” – გიგლა ბარამიძე

გიგლა ბარამიძე - "ნინო სანდოძე ბადრი ბიწაძეს სახელმწიფო გადატრიალების მუხლით ასამართლებდა"

პოლიტიკოსი გიგლა ბარამიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ნიკა მელიასა და ოპოზიციაზე საუბრობს. – ნიკა მელიას წინააღმდეგი არა ვარ. მას და მის ოჯახს კარგი კუთხით ვიცნობ. არ მინდა, რომ ნიკა მელია ჭაობში ჩაითრიონ ნაცმოძრაობის ოდიოზურმა სახეებმა. ნიკა მელია ამ სამარცხვინო ოპოზიციაში ბევრს ჯობია. ვინც პარლამენტში შევიდა, რა გააკეთა? ამ პოლიტიკოსებმა ხალხი მოატყუეს. არ შევალთო – შევიდნენ. შეწყალებას […]

რატომ არ ურტყამს კალაძე გახარიას?

"კალაძეს ვურჩევ, გახარიას მიბაძოს" - ლაშა ჩხარტიშვილი

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია “ქართული ოცნების” ნერვებზე თამაშობს: – მას დააწყებინა ისეთი მოქმედება, როგორიცაა რეგიონებში საჯარო სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლება. “ოცნების” ყველა ლიდერი, კალაძის გარდა, გახარიას წინააღმდეგ გამოვიდა. – კალაძე არ ურტყამს გახარიას? – არსად შემინიშნავს, რომ კალაძეს რაიმე კრიტიკული ეთქვას გახარიას მისამართით. – შესაძლოა, კალაძე გახარიასთან წავიდეს? – კალაძეს არაფერში […]

“ნაცმოძრაობა მიშას და მელიას მხარდამჭერებადაა გაყოფილი” – მამუკა გამყრელიძე

სააკაშვილი - "ნიკა მელია არის ძაან მაგარი ლიდერი და ის გმირულად იქცევა"

ექსპერტი მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ნაციონალები ერთს ამბობენ, მეორეს აკეთებენ და მესამეს ფიქრობენ. – ყველა დაიღალა ამით. ჩამოვალ – არ ჩამოვალ, შევალთ – არ შევალთ. დღეს ნაციონალურ მოძრაობას ორად ჰყავს გაყოფილი მხარდამჭერი, ერთია მიშას მხარდამჭერი, რომელიც საკმაოდ დიდი ჯგუფია და საკმაოდ ანგარიშგასაწევი. არის ასევე მეორე ნაწილი, რომელსაც სიახლე უნდა. – ანუ ეს […]

სოსო ცინცაძე – “ღარიბაშვილმა იცის, გახარიას უკან ვინ დგას”

სოსო ცინცაძე - "ბესელიას უსამართლოდ მოექცნენ"

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ა,ბობს, რომ გახარია ბევრისთვის იქცა თავის ტკივილად, მათ შორის, კობახიძისთვისაც. – კობახიძე რომ არ გრძნობდეს, რომ გახარიას უკან სერიოზული ძალა დგას, ასეთი გამწარებული არ იქნებოდა. ასეთი ეპითეტით არ შეამკობდა. მთლად მატყუარას არ უწოდებდა. კობახიძემ მშვენივრად იცის, ვინ დგას გახარიას უკან. – ვინ დგას? – დიდი ეჭვი მაქვს, რომ როგორც […]

ეკა ბესელია – „მალე სასამართლო კლანს ივანიშვილიც ვეღარ გააკონტროლებს“

ბესელია - "ოცნება" ადამიანებს პირადი ცხოვრების კადრებით დღესაც აშანტაჟებს"

ეკა ბესელია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სასამართლოში გავლენები და კლანური მმართველობა “ოცნებასთან” არის ასოცირებული: – შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს ვერ გააკონტროლოს „ქართულმა ოცნებამ“ საბჭო და ვერ გააკონტროლოს საბჭოს კანონს მიღმა ინტერესების რეალიზება, რასაც ჩვენ ვხედავთ. დღეს თუ ისინი ერთად არიან და აქამდე თანამშრომლობდნენ, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს კლანი იმდენად გაძლიერდეს, რომ მმართველი პარტიისთვისაც გახდეს […]