სომხეთი აზერბაიჯანს 120-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს გადასცემს, – ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოქვეყნებული სიის მიხედვით, აზერბაიჯანს ლაჩინის რაიონში 52, მარტაკერტში 8, შაუმიანში 16, გადრუთში 29, შუშის რაიონში 2, ასეკერანში 8 და მარტუნის რაიონში 8 დასახლებული პუნქტი გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში […]
კატეგორია: მსოფლიო
ბარსელონაში ბარები და რესტორნები დღეიდან ისევ იხსნება
ბარსელონაში კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული ბარები და რესტორნები დღეიდან იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, რეგიონში თეატრები, კინოთეატრები, სამუსიკო დარბაზები და სპორტული დაწესებულებებიც იხსნება, თუმცა მაქსიმუმ 50%-იანი დატვირთვით. კატალონია პირველი რეგიონია ესპანეთში, რომელმაც კორონავირუსის მეორე ტალღის გამო, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ბარები და რესტორნები სრულად დახურა. აღსანიშნავია, რომ ღამის ე.წ. “კომენდანტის საათი” და მკაცრი შეზღუდვები […]
აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გახდება
ჯო ბაიდენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნად, სავარაუდოდ, ანტონი ბლინკენს, გაეროში აშშ-ის ელჩად კი – ლინდა ტომას-გრინფილდს წარადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პრეზიდენტთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ენტონი ბლინკენს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ლინდა ტომას გრინფილდი კი ობამას მმართველობის პერიოდში 2013 წლიდან 2017 წლამდე აფრიკის საკითხებში აშშ-ის […]
ესპანეთში იანვრიდან კოვიდ 19-ის უფასო ვაქცინაცია დაიწყება
ესპანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იანვარში დაიწყება და უფასო იქნება. ამ ინფორმაციას ესპანური მედი ავრცელებს. ესპანეთის ხელისუფლებამ ვაქცინის შესაძენად მილიარდი ევრო უკვე გამოყო და 2021 წლის დასაწყისში ის კომპანია Pfizer-ის ვაქცინის 20 მილიონ დოზას შეიძენს. ამასთან, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ესპანეთსა და AstraZeneca-ს შორის კანდიდატი ვაქცინის 31 მილიონი დოზის შესყიდვაზე. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, თავდაპირველად ვაქცინაცია იმ […]
“ესპანეთში კოვიდ 19-ის ვაქცინა უფასო იქნება”
ესპანეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 2021 წლის პირველ ნახევარში იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა. სანჩესმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, ესპანეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო. ესპანეთის მთავრობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის ერთ მილიარდი ევრო გამოყო, ასევე შექმნა სპეციალური კომიტეტი, რომელიც გადაწყვეტს, ვინ მიიღებს პირველ ვაქცინას. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, […]
მადრიდი 10 დღით იკეტება
მადრიდი ქვეყნის სხვა რეგიონებთან საზღვრებს 10 დღით, 4-დან 14 დეკემბრამდე ჩაკეტავს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. მადრიდის რეგიონალური მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, რეგიონში შესვლა და მისი დატოვება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ამასთან, გამოცემის ცნობით, ესპანეთში გამოცხადებული ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისამდე დარჩება. აღნიშნული შეზღუდვის […]
სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა
სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა Instagram- ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სერბეთის პატრიარქის ირინეოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 90 წლის ირინეოსს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა, მას ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ. იპნ
ჯორჯიის შტატში 5 მილიონი ბიულეტენი ხელით გადათვალეს – ჯო ბაიდენის გამარჯვება დადასტურდა
ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატში 5 მილიონი ბიულეტენის ხელით გადათვლის შემდეგ, “დემოკრატი” ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება საბოლოოდ დადასტურდა. როგორც Reuters-ი იტყობინება, აღნიშნულ შტატში ხმებს დაახლოებით 6 დღის განმავლობაში ითვლიდნენ. შტატის მდივნის, ბრედ რაფენსპერგერის განცხადებით, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 12 284 ხმით უსწრებს. ცნობისთვის, ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, “დემოკრატიული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის […]
ისრაელი და ბაჰრეინი საელჩოების გახსნაზე შეთანხმდნენ
ისრაელი და ბაჰრეინი საელჩოების გახსნაზე შეთანხმდნენ. ქვეყნებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ-ზაიანი ისრაელში ჩავიდა და კოლეგა გაბი აშკენაზის შეხვდა. ალ-ზაიანი ბაჰრეინის ხელისუფლების პირველი წარმომადგენელია, რომელიც ისრაელში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. The times of Israel-ის ინფორმაციით, საელჩოების გახსნა მიმდინარე წლის დასრულებამდეა დაგეგმილი. ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დეკემბერში […]
ნიუ იორკში 19 ნოემბრიდან საჯარო სკოლები დაიხურება
ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლაზიოს განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 19 ნოემბრიდან ქალაქში საჯარო სკოლები დაიხურება. „ქალაქ ნიუ-იორკში ტესტირების დადებითმა მაჩვენებელმა 3%-ს მიაღწია. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ პრევენციის მიზნით, 19 ნოემბრიდან საჯარო სკოლების შენობები დაიხურება. კორონავირუსის მეორე ტალღა უნდა დავძლიოთ“, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.










