თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ”გზა დაკარგა”. ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში საფრანგეთის ლიდერის მიმართ მეორე მწვავე კრიტიკაა ერდოღანის მხრიდან. ”საფრანგეთზე პასუხისმგებელმა პირმა გზა დაკარგა. ის მთელი დღის განმავლობაში ერდოღანზე ფიქრობს. ჯერ საკუთარ თავს შეხედე, სად მიდიხარ. გუშინ ვთქვი, ის ნამდვილად უნდა შემოწმდეს ”, – აღნიშნა ერდოღანმა მალათიის აღმოსავლეთ პროვინციაში […]
კატეგორია: მსოფლიო
იტალიაში 26 ოქტომბრიდან კინოთეატრები, აუზები და სპორტდარბაზები დაიხურება
კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 26 ოქტომბრიდან კინოთეატრები, საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები დაიხურება. ქვეყნის მასშტაბით ბარებსა და რესტორნებს მუშაობის უფლება საღამოს 6:00 საათის ჩათვლით ექნებათ. იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ის არ აპირებს მარტისა და აპრილის მსგავსად საყოველთაო კარანტინი დააწესოს, თუმცა ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდება. მისი თქმით, მომდევნო კვირებიდან უფროსი კლასის მოსწავლეებს […]
პოლონეთის პრეზიდენტი კორონავირუსით დაინფიცირდა
პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პრეზიდენტისპრესმდივანმა ბლაჟეი სპიხალსკიმ გაავრცელა. მისი თქმით, პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. „გუშინ პრეზიდენტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და შედეგი დადებითი აღმოჩნდა. პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ შესაბამის სამედიცინო სამსახურებთან“, – აცხადებს სპიხალსკი. მან ასევე განმარტა, რომ თავადაც აპირებს კარანტინში გადასვლას.
მილანსა და რომში კომენდანტის საათი დაწესდა
იტალიის ჩრდილოეთ რეგიონის – ლომბარდიის (მილანი) ხელისუფლებამ კომენდანტის საათი შემოიღო, 23:00 საათიდან დილის 5 საათამდე. დროის ამ მონაკვეთში გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის თვითსერტიფიკატის საფუძველზე, რომლებისთვისაც ეს აუცილებლობას წარმოადგენს. სხვა შემთხვევაში დამრღვევს 3000 ევრომდე ჯარიმა დაეკისრება. კომენდანტის საათის რეჟიმი რეგიონში 22 ოქტომბერს დაიწყო და 13 ნოემბრამდე გაგრძელდება. შესაბამის დადგენილებას უკვე მოაწერეს ხელი იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა […]
ალიევი – “სომხური ფაშიზმი ხერხემალში უნდა გადავტეხოთ”
სომხური ფაშიზმის ხერხემალში გადატეხვით ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს რეგიონს დიდი უბედურებისა და ტრაგედიისგან, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის ომბუდსმენთან, სერეფ მალკოჩთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, სომხეთმა განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმები განახორციელა, რაც ომის დანაშაულია. „ვიცი, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში განჯაშიც ჩახვალთ. იქ საკუთარი თვალით ნახავთ, როგორ სასტიკ მტერთან გვაქვს საქმე. ისინი ბრძოლის ველზე […]
7,5 ბალიანმა მიწისძვრამ ალიასკაზე ცუნამი წარმოშვა
ალასკის ნახევარკუნძულზე, სენდ პოინტთან ახლოს, მომხდარმა 7.5 ბალიანმა მიწისძვრამ მცირე ზომის ცუნამი წარმოშვა, – ამის შესახებ ცუნამის შესახებ გაფრთხილების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ. ცენტრის წარმომადგენლის თქმით, ცუნამმა ორი ტალღა წარმოქმნა, თითოეული მათგანი 130 სანტიმეტრის სიმაღლის იყო. სანაპიროს დამკვირვებლებმა კი განაცხადეს, რომ ტალღების სიმაღლე 45 – 61 სანტიმეტრს არ აღემატებოდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ალეუტის ნახევარკუნძულთან ახლოს, სენდ პოინტიდან 60 […]
“კოვიდ 19-ის ცუნამი გვიახლოვდება” – ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება
ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის, მეგი დე ბლოკის განცხადებით, ქვეყანას კორონავირუსის ცუნამი უახლოვდება და უახლოეს მომავალში ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. მინისტრის თქმით, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელსა და რამდენიმე რეგიონში საგანგაშო მდგომარეობაა. კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ბელგიის ფედერალურმა მინისტრმა ფრანკ ვანდერბრიუკემაც. მისი თქმით, სიტუაცია მალე შეიძლება უკონტროლო გახდეს. „დღეს ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია მდგომარეობის კონტროლი, მაგრამ წარმოუდგენელი სირთულეებისა და სტრესის […]
ალიევი – “ჯაბრაილის რაიონის 13 სოფელი გავათავისუფლეთ”
საბრძოლო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ყარაბაღში – აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხეთი დილიდან აღჯაბადის ტერიტორიას ბომბავს. ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ჯაბრაილის რეგიონის 13 სოფელი გაათავისუფლეს. სომხეთის თავდაცვის უწყება კი აზერბაიჯანის კუთვნილი 9 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ იუწყება. 37 სამხედროს დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაცია. აზერბაიჯანი კი სომხების მიერ ხიზის რეგიონზე სარაკეტო იერიშის […]
2 ნოემბერს დედამიწაზე შეიძლება ასტეროიდი ჩამოვარდეს
დედამიწას უახლოვდება ასტეროიდი 2018VP1, რომელიც დაახლოებით მაცივრის ზომისაა. ასტერიოდი 2 ნოემბერს დედამიწასთან მაქსიმალურად ახლოს მივა. ამის შესახებ საკუთარ ინსტაგრამზე ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა ნილ დეგრას ტაისონმა დაწერა. მისი მონაცემებით, ასტეროიდის სისწრაფე საათში 25.000 მილს შეადგენს. ტაისონი თვლის, რომ ასტეროიდი შეიძლება ჩამოვარდეს დედამიწაზე, მაგრამ მას დიდ ზიანს ვერ მიაყენებს. ნასას მონაცემებით, 2018VP1 დედამიწასთან მაქსიმალურად ახლოს 2 ნოემბერს, თბილისის […]
პარიზელ პედაგოგს თავი მოსკოვში დაბადებულმა ჩეჩენმა აბდულა ანზოროვმა მოჰკვეთა
16 ოქტომბერს პარიზის გარეუბანში ფრანგი მასწავლებლისთვის თავის მოკვეთის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. დანაშაული პარიზის გარეუბან კონფლან-სენ-ონორინში მოხდა, რომელიც პარიზიდან 27 კილომეტრში მდებარეობს. მკვლელი 18 წლის ჩეჩენი აბდულა ანზოროვია, რომელიც მოკლულის სხეულის გვერდით იდგა, როდესაც პოლიციამ ცხედარი აღმოაჩინა. ანზოროვმა მანქანით გაქცევა სცადა და პოლიციელს პისტოლეტით დაემუქრა. პოლიციელებმა ის მოკლეს. ანზოროვს დიდი დანა უპოვეს, რომლითაც მან […]










