კატეგორია: მსოფლიო

აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქე ვაჰან ჩახალიანსა და საფრანგეთის მოქალაქე არტურ ოგანესიანზე საქმე აღძრეს

აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქე ვაჰან ჩახალიანსა და საფრანგეთის მოქალაქე არტურ ოგანესიანზე საქმე აღძრეს

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით სომხეთის ოკუპანტებისთვის ხელის შეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ამის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. “აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა სომხეთის საოკუპაციო არსის გამოსავლენად აუცილებელ ზომებს მიმართავს, ასევე სომხეთის სამხედრო მოსამსახურეების პროვოკაციული ფორმირებების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, ჩვენი არმიისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისთვის. გამოძიება […]

ფაშინიანი – “ველოდები, რომ საფრანგეთი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს”

ფაშინიანი - „ცუდი ამბავი გვაქვს, 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა"

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ის საფრანგეთის პრეზიდენტისგან მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებას ელოდება. „მსურს, ხაზი გავუსვა სომეხი ხალხის, სომხეთისა და მთიან ყარაბაღის კმაყოფილებას საფრანგეთის პრეზიდენტის გულწრფელი, სიმართლეზე დაფუძნებული პოზიციის გამო. შემიძლია ვთქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტისგან, საფრანგეთისგან მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას ველოდები. ჩემი მოლოდინი ნამდვილად არის ის, რომ საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს,“- განაცხადა ნიკოლ […]

საფრანგეთის 4 ქალაქში ბარები და რესტორნები იხურება

საფრანგეთის 4 ქალაქში ბარები და რესტორნები იხურება

საფრანგეთის ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ქვეყნის კიდევ ოთხ ქალაქში ამკაცრებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელია მაღალია. BBC-ის ინფორმაციით, ქალაქებში ლიონში, ლილში, გრენობლსა და სენტ-ეტიენში შაბათს განგაშის მაქსიმალური დონე გამოცხადდება და ბარები და რესტორნები დაიხურება. საფრანგეთი განგაშის მაქსიმალურ დონეს იმ ზონებში აწესებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ყოველ 100.000 მოსახლეზე 250-ს აჭარბებს და რეანიმაციულ განყოფილებებში საწოლების მინიმუმ 30% კოვიდინფიცირებულ პაციენტებს უკავია. […]

იტალიაში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

"იტალიაში კლინიკურად კოვიდ 19 აღარ არსებობს“

იტალიაში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ საგანგებო სხდომაზე მიიღო. ზომების გამკაცრების მიზეზი კი, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების მკვეთრი მატებაა. გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში „კოვიდ-19“-ის 3.678 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ეს 24 აპრილის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. პირველი არხი

ტრამპი – “ექიმებმა რეგენერონით მომარჩინეს, რომელიც თქვენთვის უფასო იქნება”

ტრამპი - "კოვიდ 19-ის ამერიკული ვაქცინა ძალიან მალე იქნება მზად"

ვფიქრობ, ღვთის წყალობა იყო, რომ დავინფიცირდი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, თავს შესანიშნავად გრძნობს და ეს ექსპერიმენტული წამლის რეგენერონის დამსახურებაა, რომელიც ამერიკელებისთვის უფასო გახდება. „მათ რეგენერონით მკურნალობა დამიწყეს. დაუჯერებელი იყო, მაშინვე კარგად ვიგრძენი თავი. 24 საათში კი თავს იმდენად კარგად ვგრძნობდი, საავადმყოფოდან მინდოდა გამოსვლა. მინდა, რომ თქვენც მიიღოთ ის. […]

ბრიუსელში ხვალიდან ბარები და კაფეები 1 თვით იხურება

ბრიუსელში ხვალიდან ბარები და კაფეები 1 თვით იხურება

ბრიუსელში, კორონავირუსის გამო, ხვალიდან ბარები და კაფეები ერთი თვით იხურება, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბელგიის დედაქალაქში მოქალაქეებს ღია სივრცეებში ალკოჰოლის დალევაც აეკრძალებათ. აღსანიშნავია, რომ ბელგიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამშაბათიდან ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული ზომები გამკაცრდა, რომლის ფარგლებშიც, ბარები ღამის 11 საათზე იხურება, აკრძალულია 4-ზე მეტი ადამიანის ოჯახში სტუმრობა, კაფეს ერთ მაგიდასთან ჯდომა და ღია სივრცეში […]

სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვა სცადა

სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვა სცადა

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომვა სცადეს, ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. განცხადების მიხედვით, შემთხვევა დაახლოებით 21 საათზე მოხდა. სომხურმა მხარემ გაუშვა რაკეტა ნავთობსადენის მისამართით, რომელიც რეგიონში უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტია. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვა აზერბაიჯანულმა მხარემ აღკვეთა. სომხეთმა ინფორმაცია დაბომბვის შესახებ უარყო. რუსთავი 2

ბიშკეკში დემონსტრანტებმა მთავრობის შენობა დაიკავეს

ბიშკეკში დემონსტრანტებმა მთავრობის შენობა დაიკავეს

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა მთავრობის შენობა დაიკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „დემონსტრანტებმა მთავრობის შენობა დაიკავეს და იქ არავის უშვებენ,“- განაცხადა მედიასთან საუბარში ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა. ყირგიზეთში საპროტესტო აქციები ორშაბათს დილიდან მიმდინარეობს. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის შედეგადაც 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16 პარტიიდან მხოლოდ ოთხმა, პრეზიდენტ სოორონბაი ჯიინბეკოვთან დაახლოებულმა პარტიებმა […]

ბიშკეკში დემონსტრანტებმა ყოფილი პრეზიდენტი ატამბაევი გაათავისუფლეს

ბიშკეკში დემონსტრანტებმა ყოფილი პრეზიდენტი ატამბაევი გაათავისუფლეს

ყირგიზეთში დემონსტრანტებმა ქვეყნის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის დაკავების ცენტრიდან გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ალმაზბეკ ატამბაევი შენობიდან დემონსტრანტებსა და კომიტეტის ადმინისტრაციას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გაიყვანეს. მანამდე დემონსტრანტები პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში საპროტესტო აქციები ორშაბათს დილიდან მიმდინარეობდა. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, რომლის შედეგადაც 7%-იანი ბარიერის გადალახვა […]

ფაშინიანი – “ყველანი ჯარში! სომხეთს გენოციდი გვემუქრება!”

ფაშინიანი - „ცუდი ამბავი გვაქვს, 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა"

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში დემობილიზებულ ჯარისკაცებს მოუწოდა სამხედრო სამსახურს დაუბრუნდნენ. ამის შესახებ პრემიერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, ქვეყნის სამსახურს უნდა დაუბრუნდეს ყველა ის პირი, ვინც ბრძოლისუნარიანია. „მათ, ვინც შეინახა თავისი სამხედრო ფორმა, მოვუწოდებთ კვლავ გამოცხადდნენ ფორმით და დოკუმენტებით. დღესდღეობით ჩვენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ და თუ ყველა […]