კატეგორია: მსოფლიო

პრემიერი კასტექსი – “საფრანგეთში მკაცრი კარანტინი არ იქნება”

საფრანგეთის პრემიერი კასტექსი თვითიზოლაციაში გადავიდა

საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების მიუხედავად, მკაცრი კარანტინის რეჟიმი ხელმეორედ არ გამოცხადდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა. კასტექსის თქმით, ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, გაიზრდება სწრაფი ტესტირების მასშტაბები, ხოლო გარკვეული დაწესებულებების სამუშაო საათები შეიზღუდება. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, იზოლაციის პერიოდი 14 დღის მაგივრად 7 დღე იქნება. საფრანგეთში გუშინ ახალი შემთხვევების […]

მსოფლიოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო 180 ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს

მსოფლიოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო 180 ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს

ამ დროისთვის მსოფლიოს ქვეყნებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო დაახლოებით, 180 ვაქცინა მუშავდება, რომელთაგან 35 ადამიანებზე გადის ცდებს. აღნიშნული მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თედრო ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე წარმოადგინა. მისი განცხადებით, ასეთი სწრაფი კვლევები არც ერთ დაავადებასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს მოწმობს წარმოუდგენელ პროგრესზე მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. ის გამოდის მოწოდებით, რომ […]

ბაიდენს 52% უჭერს მხარს, ტრამპს – 40%

ბაიდენს 52% უჭერს მხარს, ტრამპს - 40%

Reuters/Ipsos-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 12%-ით უსწრებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კვლევის თანახმად, ჯო ბაიდენს მხარს გამოკითხულთა 52% უჭერს, დონალდ ტრამპს კი – 40%. გარდა ამისა, Reuters-ი წერს, რომ პოტენციური ამომრჩევლების 3% ხმის მიცემას სხვა კანდიდატისთვის აპირებს. 5%-ს კი ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო […]

საბერძნეთში მიგრანტთა ბანაკი დაიწვა

საბერძნეთში მიგრანტთა ბანაკი დაიწვა

საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე, ქვეყნის უდიდესი მიგრანტთა ბანაკი დაიწვა. ცეცხლის ლიკვიდირებას 25-მდე მეხანძრე ცდილობდა, მიგრანტთა ნაწილმა კი ევაკუაციისას დაზიანებები მიიღო. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, მიგრანტების პროტესტი გამხდარიყო, რომლებიც კორონავირუსის გამო დაწესებულ რეგულაციებს ეწინააღმდეგებოდნენ. ცნობისთვის, გასულ კვირას ბანაკში კარანტინი გამოცხადდა, რადგან ერთ-ერთ მიგრანტს კორონავირუსი დაუდასტურდა.ამ დროისთვის, ბანაკში ვირუსით ინფიცირების სულ 35 შემთხვევაა გამოვლენილი. შეგახსენებთ, რომ […]

საფრანგეთის პრემიერი კასტექსი თვითიზოლაციაში გადავიდა

საფრანგეთის პრემიერი კასტექსი თვითიზოლაციაში გადავიდა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი თვითიზოლაციაში გადადის მას შემდეგ, რაც მას კონტაქტი ჰქონდა ტურ დე ფრანსის დირექტორთან, კრისტიან პრიუდომთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, -ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეხვედრის დროს ორივეს პირბადე ეკეთა, თუმცა, ჟან კასტექსი კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხის მიღებამდე თვითიზოლაციაში ყოფნას გეგმავს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, […]

ტრამპი – “კოვიდ 19-ის ამერიკული ვაქცინა ძალიან მალე იქნება მზად”

ტრამპი - "კოვიდ 19-ის ამერიკული ვაქცინა ძალიან მალე იქნება მზად"

მსოფლიოში COVID-19-ის ვაქცინის შექმნა კვლავ აქტუალური თემაა. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ამერიკული ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა ძალიან მალე მზად იქნება. ვაქცინის წარმოება დააანონსა გერმანიამაც. “ბიოტეკისა” და “პფიზერის” თანამშრომლობით შემუშავებული ვაქცინა შესაძლოა, ოქტომბრიდან წარმოებაში ჩაეშვას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, რომ ვაქცინა წარმოებაში მაშინ ჩაეშვას, როცა ის სრულყოფილად იქნება მზად. რუსთავი 2

ალექსეი ნავალნი კომიდან გამოვიდა

ალექსეი ნავალნი ღრმა კომაშია

რუსი ოპოზიციონერი ლიდერი, ალექსეი ნავალნი კომიდან გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. DW news-ის ცნობით, ნავალნი გერმანულ კლინიკა Charité-ში კომატოზურ მფგომარეობაში 22 აგვისტოდან იყო მოთავსებული, დღეს კი ის კომიდან გამოვიდა. ცნობისთვის, ნავალნი ცუდად ჩაის დალევის შემდეგ გახდა, რასაც მოწამვლას უკავშირებდნენ. ხოლო მოგვიანებით ბერლინის საავადმყოფომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ნავალნი მოწამლულია.

ირანში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ირანში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ირანში, გულისტანის პროვინციის რამიანის რეგიონში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 34 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Tehran Times-ი ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად რეგიონში 50 სახლი დაზიანდა. რამიანის გუბერნატორის თქმით, მოქალაქეებმა დაზიანებები, ძირითადად, შიშისა და აღელვებისგან გამოწვეული ქმედებების გამო მიიღეს.

როგორ გაიტანეს ბიზნესმენის ბინიდან 1 მილიონი ევრო – ვიდეო

როგორ გაიტანეს ბიზნესმენის ბინიდან 1 მილიონი ევრო - ვიდეო

ტელეკომპანია Open-ის საშუალებით გავრცელდა კადრები, რომლებზეც ჩანან დამნაშავეები, რომლებმაც თესალონიკში, ერთ-ერთი ბიზნესმენის ბინიდან 1 მილიონი ევრო, 200.000 ფუნტი და ძვირადღირებული სამკაულები მოიპარეს. როგორც კადრებიდან ირკვევა, ისინი, ფაქტობრივად, სრულად შენიღბულები იყვნენ, დაფარული ჰქონდათ ყველაფერი, გარდა თვალებისა. გამოძიების ცნობით, მათი მიზანმიმართული ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ თითოეული დეტალი კარგად ჰქონდათ დაგეგმილი, უმოკლეს დროში მოახერხეს ამ რაოდენობის “ნადავლის” გატანა. სახლი, […]

სერბეთი და კოსოვო ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ – ისტორიული შეხვედრა ვაშინგტონში

სერბეთი და კოსოვო ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ - ისტორიული შეხვედრა ვაშინგტონში

სერბეთი და კოსოვო ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა შეთანხმებას „დიდი მიღწევა“ უწოდა. თავის მხრივ, როგორც სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სერბეთსა და კოსოვოს შორის ჯერ კიდევ ბევრ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, ეს შეთანხმება არის წინ გადადგმული ნაბიჯი. კოსოვოს […]