კატეგორია: მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიეტუვაში გაიქცა

სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიეტუვაში გაიქცა

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში გადავიდა, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა. „სვეტლანა ტიხანოვსკაია უსაფრთხოდაა, ის ლიეტუვაში იმყოფება,“- წერს ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. 10 აგვისტოს საღამოს, ტიხანოვსკაიას მომხრეებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთან კავშირი დაკარგეს მას შემდეგ, რაც ის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) ეწვია. მოგვიანებით, კანდიდატის შტაბის […]

მასობრივი არეულობა მინსკში – პოლიციამ რეზინის ტყვიები ესროლა მომიტინგეებს

მასობრივი არეულობა მინსკში - პოლიციამ რეზინის ტყვიები ესროლა მომიტინგეებს

მინსკში შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის ბელარუსის დედაქალაქში ათასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს რა დროსაც მათ შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ჟურნალისტი, რომლეიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბელარუსის შინაგან საქმერთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. შეგახსენებთ, ბელარუსში […]

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი კორონავირუსით  გარდაიცვალა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი კორონავირუსით  გარდაიცვალა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეკატერინოდარისა და ყუბანის მიტროპოლიტი, უმაღლესი საერთო საეკლესიო სასამართლოს თავმჯდომარე ისიდორე კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.ყუბანის სამიტროპოლიტოს ოფიციალურ საიტზე ამის შესახებ მოკლე ინფორმაციაა განთავსებული – მიტროპოლიტი ისდორე ხანმოკლე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მიტროპოლიტი ისიდორე 79 წლის იყო.

ინდოეთში დუბაი-კალკუტას ბორტი აეროპორტის შენობას შეეჯახა – ვიდეო

ინდოეთში დუბაი-კალკუტას ბორტი აეროპორტის შენობას შეეჯახა - ვიდეო

ინდოეთის კერალას შტატში თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 200 ადამიანი იმყოფებოდა, ავიაკატასტროფა განიცადა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტის შენობას შეეჯახა. ავიკომპანია Indian Express-ის კუთვნილი თვითმფრინავი ავიარეისს დუბაიდან ქალაქ კალკუტას მიმართულებით ასრულებდა. მედიის ცნობით, ავიაკასტროფის შედეგად გარდაცვლილია სამი ადამიანი, მათ შორის პილოტი. ამასთან, 30 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ცნობით, ავიაკატასტროფის მიზეზი უამინდობა გახდა. იპნ

ტრამპმა აშშ-ში ტიკ ტოკი აკრძალა

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 5 თებერვალს დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას ტიკ ტოკის მფლობელ კომპანია ბაიტიდანსთან გარიგებების აკრძალვის შესახებ. პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ 45 დღეში ბაიტიდანსთან ყველანაირი გარიგება აიკრძალება. „აშშ-მ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით ტიკ ტოკის მფლობელების წინააღმდეგ აგრესიული ქმედება უნდა განახორციელოს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოქმედი კომპანიების კუთვნილი და შექმნილი მობილური აპლიკაციები აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და […]

იტალიაში თოვლი მოვიდა – ვიდეო

იტალიაში თოვლი მოვიდა - ვიდეო

იტალიაში თოვლი მოვიდა. სტელვიოს უღელტეხილზე გუშინ გათოვდა და თოვლის საფარმა უკვე 40 სანტიმეტრს მიაღწია. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ უღელტეხილზე შესაძლოა ზვავიც კი ჩამოწვეს. უჩვეულო მოვლენის ამსახველ ვიდეო მასალას, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მარსელთან ტყე იწვის

მარსელთან ტყე იწვის

ძლიერი ხანძარი საფრანგეთში – ცეცხლი მარსელთან ახლოს ტყის მასივს უკიდია. ახლომდებარე ადგილებიდან მაშველებმა ასობით ადგილობრივის ევაკუაცია განახორციელეს. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში 1.200-ზე მეტი მეხანძრე და ვერტმფრენებია ჩართული. ცეცხლი გასულ საღამოს გაჩნდა და 500 ჰექტარზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწები და ტყის მასივი გაანადგურა. რუსთავი 2

ბეირუთში დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, 4.000 დაშავებულია

ბეირუთში დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, 4.000 დაშავებულია

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 4.000-მდე გაიზრდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ლიბანის ოფიციალური პირები მომხდარს ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ. ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის საწყობში, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. ამასთან, მედიის ინფორმაციით, ძლიერი აფეთქების […]

ძლიერი აფეთქება ბეირუთში – დაიღუპა 50, დაიჭრა 2.700 ადამიანი – ვიდეო

ძლიერი აფეთქება ბეირუთში - დაიღუპა 50, დაიჭრა 2.700 ადამიანი - ვიდეო

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად მინიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა და 2.700-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოები გადავსებულია და დანგრეულია უამრავი შენობა. შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ახლომდებარე შენობების მინები და ჩამოინგრა აივნები. ადგილობრივი მედია და უსაფრთხოების სამსახურები იუწყებიან, რომ აფეთქება ქალაქის […]

პრემიერი სანჩესი – “ხუან კარლოსის ესპანეთიდან წასვლის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ”

პრემიერი სანჩესი - "ესპანეთი ვირუსის დამარცხებას იწყებს, ომი სრული გამარჯვებით დასრულდება!"

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, ყოფილი მეფის, ხუან კარლოს პირველის ქვეყნიდან წასვლასთან დაკავშირებით, ის სრულ პატივისცემას უცხადებს სამეფო სახლის გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, ყოფილი მეფის წასვლის გადაწყვეტილება შესაბამისობაში მოდის ძლიერ დემოკრატიასთან. სანჩესის განმარტებით, „ადამიანები სამართლდებიან და არა ინსტიტუტები“. „პირველ რიგში, მთავრობას და მე, როგორც პრემიერ-მინისტრს, სრული პატივისცემა გვაქვს სამეფო სახლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ. ასევე, ასამართლებენ ადამიანებს […]