კატეგორია: მსოფლიო

ნორვეგიაში მეწყერმა სახლები ზღვაში ჩაიტანა – ვიდეო

ნორვეგიაში მეწყერმა სახლები ზღვაში ჩაიტანა - ვიდეო

ნორ­ვე­გი­ა­ში მე­წყერ­მა სახ­ლე­ბი ზღვა­ში ჩა­ი­ტა­ნა. რო­გორც CNN წერს, შემ­თხვე­ვა გა­სულ ოთხშა­ბათს, ალ­ტას მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მოხ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­წის დიდი ნა­ჭე­რი მო­წყდა და ზღვა­ში ჩას­რი­ალ­და. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 8 სახ­ლი გა­ნად­გურ­და. ნორ­ვე­გი­ე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა და იქ მცხოვ­რებ­ლე­ბი ევა­კუ­ი­რე­ბულ­ნი იყ­ვნენ. ნორ­ვე­გი­ის წყლი­სა და ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ან­დერს ბი­ორ­და­ლი ამ­ბობს, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ნორ­ვე­გი­ა­ში ყო­ველ ერთ, ან ორ წე­ლი­წად­ში […]

ტრამპი – “კოვიდ 19-ის ვაქცინაზე უახლოეს დღეებში პოზიტიური სიურპრიზი გელით”

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 5 თებერვალს დასრულდება

დონალდ ტრამპის განცხადებით, უახლოეს დღეებში კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით პოზიტიური სიურპრიზი გახდება ცნობილი. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „გუშინ მქონდა შეხვედრა ვაქცინებთან დაკავშირებით და ჩვენ ძალიან კარგი, საოცარი დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით. ვფიქრობ, უახლოეს ხანში პოზიტიური სიურპრიზი გელით. ასევე ძალიან კარგი, საოცარი ტემპით მიმდინარეობს მედიკამენტებზე მუშაობა. ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს ტრანსპორტირებისთვის მომზადებული […]

პუტინმა ვიდეო-კონფერენციის დროს აუშენებელი საავადმყოფო ჩაიბარა

პუტინმა ვიდეო-კონფერენციის დროს აუშენებელი საავადმყოფო ჩაიბარა

 რუსეთის ფედერაციაში, ულან-უდეში, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის განკუთვნილი თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალი,  რომელიც ვლადიმერ პუტინს უკვე ჩააბარეს, დაუსრულებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ, ადგილობრივმა დეპუტატმა ბაირ ცირენოვმა განაცხადა და შესაბამისი ფოტოებიც გამოამზეურა. ულან-უდეს სამხედრო ჰოსპიტალი რუსეთის პრეზიდენტმა ვიდეოკონფერენციის დროს 15 მაისს ჩაიბარა. ორი კვირის შემდეგ, დეპუტატმა ობიექტის მონახულება გადაწყვიტა და გაარკვია, რომ სამშენებლო სამუშაოები შენობის შიგნით ჯერ კიდევ გრძელდება. […]

ბილ გეითსი – “მიკროჩიპებთან არავითარი კავშირი არ მაქვს”

ბილ გეითსი - "მიკროჩიპებთან არავითარი კავშირი არ მაქვს"

ამერიკელი მილიარდერი და კომპანია „მაიქროსოფთის“ დამფუძნებელი ბილ გეითსი კაცობრიობის მიკროჩიპირების თაობაზე მის შესახებ “გავრცელებულ შეთქმულების თეორიას“ უარყოფს. ამის შესახებ გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“ წერს. საქმე ეხება საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ თეორიებს, რომლის თანახმადაც თითქოსდა, ბილ გეითსი კორონავირუსის ვაქცინის გამოყენებით, კაცობრიობის ჩიპირებას აპირებს. ბილ გეითსის თქმით, მისთვის ძნელია ამ გამონაგონის უარყოფა, რადგან ისინი „ასეთი სულელურია“. მედიასაშუალების ცნობით, მილიარდერმა უარყო […]

ფაშინიანი – „ცუდი ამბავი გვაქვს, 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა”

ფაშინიანი - „ცუდი ამბავი გვაქვს, 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა"

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქ“ ლაივის დროს განაცხადა. „ცუდი ამბავი გვაქვს, სიტუაცია უარესდება, 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გვყავს ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ მათი დროულად ჰოსპიტალიზაციის საშუალება არ გვაქვს,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მისივე თქმით, ქვეყანაში ათასობით ასიმპტომური პაციენტია, […]

ჯორჯ ფლოიდის დასაკავებლად პოლიცია “ქაფს ფუდის” გამყიდველმა გამოიძახა

ჯორჯ ფლოიდის დასაკავებლად პოლიცია "ქაფს ფუდის" გამყიდველმა გამოიძახა

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესია, თუ მხოლოდ ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევაში დავრეკავთ პოლიციაში“,- განაცხადა „ქაფს ფუდის“ მფლობელმა, რომლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჯორჯ ფლოიდის მიერ შესაძლო ყალბი კუპიურის გამოყენების შესახებ პოლიციას აცნობა. „მას ეგონა, რომ პოლიციაში აუცილებლად უნდა დაერეკა, ეს კი თავისთავად ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით არ უნდა დასრულებულიყო. როცა ჩვენ პოლიციას ვიძახებთ, ეს სიკვდილის განაჩენს არ უნდა უდრიდეს“, განაცხადა […]

ბარსელონაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულს ექიმები პლაჟზე ასეირნებენ

ბარსელონაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულს ექიმები პლაჟზე ასეირნებენ

ბარსელონაში, კლინიკა ჰოსპიტალ დელ მარის პერსონალი კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობის კურსის ფარგლებში ავადმყოფებს სანაპიროზე ასეირნებს. ამის შესახებ BBC იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, ეს მეთოდი ინტენსიური თერაპიის მუშაობის ჰუმანიზაციაზე გათვლილი. სათანადოდ ეკიპირებულ მედმუშაკებს პაციენტები პლაჟზე საწოლებით გაჰყავთ. მათი თქმით, ეს გამოჯანმრთელების პროცესს ამარტივებს. იმედინიუსი

კონტე – “ინფიცირებათა რაოდენობა შემცირდა, მაგრამ პირბადე მაინც უნდა ვატაროთ”

კონტე - "იტალიამ ყველაზე ცუდი უკან მოიტოვა, ვაქცინის აღმოჩენას ვერ დაველოდებით"

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ ქვეყანამ პანდემიის კრიტიკული მომენტი გადალახა, თუმცა ახლა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის დროა. „4 მაისიდან წარმოება გავხსენით და ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მონაცემები იმედის მომცემია. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და შემცირებას განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით. ახლა ჩვენ პანდემიის კრიტიკული მომენტი გადავლახეთ, თუმცა ეკონომიკური კრიზისის მწვავე მომენტი დაიწყო“, – განაცხადა იტალიის პრემიერმა. […]

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ დერეკ შოვინს ბრალი დაუმძიმდა

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ დერეკ შოვინს ბრალი დაუმძიმდა

მინესოტას შტატის გუბერნატორის, ემი კლობუშარის განცხადებით, შტატის გენერალურმა პროკურორმა, კიტ ელისონმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ინციდენტში მონაწილე კიდევ სამ პოლიციელს წაუყენა ბრალი, ხოლო თავად დერეკ შოვინს კი ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობით შეუცვალეს. „მინესოტას გენერალურმა პროკურორმა, კიტ ელისონმა დერეკ შოვინს ბრალი შეუცვალა. მას ახლა ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობაში ედება. ასევე ბრალი წაუყენეს სამ სხვა ოფიცერს, ეს სამართლიანობისკენ გადადგმული […]

ესპანეთის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა 21 ივნისამდე გაახანგრძლივა

ესპანეთის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა 21 ივნისამდე გაახანგრძლივა

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 21 ივნისამდე გაახანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა უკვე მეექვსედ გახანგრძლივდა. საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება ესპანეთში შეზღუდვების მოხსნის ფონზე ხდება. „ჩვენ ყველაზე საშინელი პანდემია გადავლახეთ“, – განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა. მისივე განმარტებით, უმკაცრესი შეზღუდვების დაწესებამ ვირუსის გავრცელების გაკონტროლების შესაძლებლობა განაპირობა. ბოლო მონაცემებით, ესპანეთში პანდემიის დაწყებიდან […]