კატეგორია: მსოფლიო

პარიზში ექიმებმა ხელფასების გაზრდა მოითხოვეს

პარიზში ექიმებმა ხელფასების გაზრდა მოითხოვეს

საფრანგეთში ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებმა საპროტესტო აქციაზე სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების გაზრდა მოითხოვეს. აქციას სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შეუერთდენენ. დემონსტრაცია სოციალური დისტანციის დარღვევით გაიმართა. აქციაზე პოლიციამ 3 დემონსტრანტი დააკავა. რუსთავი 2

ტრამპი – “კოვიდ 19-ის მეორე ტალღის შემთხვევაში ქვეყანას აღარ ჩავკეტავთ”

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 5 თებერვალს დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ქვეყანას ვირუსის მეორე ტალღა შეუტევს, ის არ აპირებს შტატები კიდევ ერთხელ ჩაკეტოს. „ამბობენ, რომ ეს აშკარად შეიძლება მოხდეს. ეს სტანდარტულად ასეა. ჩვენ ჩავაქრობთ ცეცხლს, ქვეყანას არ ჩავკეტავთ“,-განაცხადა ტრამპმა კომპანია „ფორდის“ ქარხანაში სტუმრობის დროს. აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1,5 მილიონს აჭარბებს. ქვეყანაში ვირუსს 96.000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. იპნ

რა საფრთხე მოაქვს მიკროჩიპებს, რომლებიც 4.000-მა შვედმა ჩაისვა

რა საფრთხე მოაქვს მიკროჩიპებს, რომლებიც 4.000-მა შვედმა ჩაისვა

შვე­დეთ­ში უკვე წლე­ბია ადა­მი­ა­ნე­ბი კან­ქვეშ ჩას­მულ მიკ­რო­ჩი­პებს ატა­რე­ბენ. მიკ­რო­ჩი­პე­ბის იმპლან­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი 2015 წლი­დან და­ი­წყო და რო­გორც გა­მო­ცე­მა euroweeklynews.com წერს, ამ დრო­ის­თვის მას 4.000-ზე მეტი შვე­დი იყე­ნებს, რაც მათი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ჩიპი ბრინ­ჯის მარ­ცვლის ზო­მი­საა და ის ხელ­ში იდ­გმე­ბა. euronews.com 2018 წლის სტა­ტი­ა­ში წერ­და, რომ მიკ­რო­ჩი­პებ­მა უნდა გა­ა­მარ­ტი­ვოს ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა – მათ აღარ […]

კონტე – “იტალიამ ყველაზე ცუდი უკან მოიტოვა, ვაქცინის აღმოჩენას ვერ დაველოდებით”

კონტე - "იტალიამ ყველაზე ცუდი უკან მოიტოვა, ვაქცინის აღმოჩენას ვერ დაველოდებით"

იტალიამ ყველაზე ცუდი უკან მოიტოვა, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა ახალ ფაზაში თავდაჯერებული და პასუხისმგებლობით სავსე უნდა შევიდეს. „ჩვენ ვერ გავჩერდებით და ვერ დაველოდებით ვაქცინის აღმოჩენას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ შეუქცევადად კომპრომისულ საზოგადოებასა და წარმოებას“, – აღნიშნა კონტემ. მან ხაზი გაუსვა დახმარების პაკეტის მნიშვნელობას, რომელიც მთავრობამ პარლამენტში შეიტანა. კონტემ […]

ამერიკელი ქალის ოჯახმა გზაზე 1 მილიონი დოლარი იპოვა

ამერიკელი ქალის ოჯახმა გზაზე 1 მილიონი დოლარი იპოვა

18 მაისს ამერიკულმა ოჯახმა გზაზე 1 მილიონი დოლარი იპოვა. მანქანას, რომელშიც ოჯახი იჯდა, მართავდა ემილი შანცი, ვირჯინიის შტატის კეროლაინის ოლქის მცხოვრები. გზის პირას მათ დაინახეს დიდი უცნაური ჩანთა. ქალმა იფიქრა, რომე ეს ნაგვის ტომარა იყო და მანქანა გააჩერა, ტომრის გადასაგდებად. ჩანთაში ოჯახმა პლასტიკის პაკეტები იპოვა, რომლებზედაც ეწერა “სალაროს საცავი” და ფოსტის ლოგოტიპი ჰქონდა. ჩანთიდან რამდენიმე […]

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 7 ივნისამდე გახანგრძლივდა

ესპანეთი 11 მაისიდან შეზღუდვების მოხსნის მე-2 ეტაპზე გადადის

ესპანეთის პარლამენტმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო ქვეყანაში დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 7 ივნისამდე გაახანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა უკვე მეხუთედ გახანგრძლივდა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, აღნიშნული ზომა საჭიროა იმისთვის, რომ ესპანელების მიერ გაწეული უზარმაზარი ძალისხმევა ფუჭი არ აღმოჩნდეს. იმედინიუსი

პრემიერი სანჩესი – “საგანგებო მდგომარეობა 2 კვირით უნდა გავახანგრძლივოთ”

პრემიერი სანჩესი - "ესპანეთი ვირუსის დამარცხებას იწყებს, ომი სრული გამარჯვებით დასრულდება!"

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ქვეყნის პარლამენტს ორი კვირით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ მიმართა. მისი თქმით, კორონავირუსი არსად გამქრალა და სიფრთხილის ზომები კვლავ აუცილებელია. პედრო სანჩესმა მოსახლეობას ბოდიშიც მოუხადა იმ შეცდომებისთვის, რომელიც მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში დაუშვა. ცნობისთვის, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა უკვე 4-ჯერ გახანგრძლივდა. პარლამენტის დამტკიცების შემთხვევაში, ის 7 ივნისამდე კვლავ ძალაში დარჩება. იპნ

კონტე – “გადავდივართ მეორე ფაზაში და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი”

კონტე - "ზაფხულში ნებას მოგცემთ, დაისვენოთ პლაჟებზე ან მთებში"

წინა დღეებთან შედარებით მცირედით იმატა ინფიცირების რიცხვმა ევროპის ქვეყნებში, თუმცა შენარჩუნებულია ინტენსიურ განყოფილებებში მძიმე პაციენტების კლების ტენდენცია. ესპანეთში ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ 100-ზე ნაკლებია. საერთო ჯამში კი ფატალურ შემთხვევათა რიცხვი 27 ათას გასცდა. იტალია კორონავირუსთან ბრძოლის მეორე ფაზაში გადადის. იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს თქმით, კრიტიკული მდგომარეობა სრულდება და ქვეყანას ოპტიმიზმის საფუძველი აქვს. იტალიას […]

ჟერომ სალომონი – “სტუმრები რომ წავლენ, სახლი გაანიავეთ და ნივთებს დეზინფექცია ჩაუტარეთ”

ჟერომ სალომონი - "სტუმრები რომ წავლენ, სახლი გაანიავეთ და ნივთებს დეზინფექცია ჩაუტარეთ"

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, მეგობრების სახლში სტუმრობის შემდეგ კარგად გაანიავონ სახლი და დეზინფექცია ჩაუტარონ ნივთებს. ჯერომ სალომონმა მოსახლეობა გააფრთხილა, კარანტინის შემდეგ მეგობრების ან ოჯახის წევრების ნახვის დროს დაიცვან სოციალური დისტანცია. „ვირუსი ჯერ კიდევ აქ არის და ის მომაკვდინებელია“, – განაცხადა მინისტრმა. 55-დღიანი კარანტინი საფრანგეთში ცხრა დღის წინ დასრულდა. დღეს ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 524 ახალი […]

ესპანეთში გასულ 24 საათში კვლავ 100 კაცზე ნაკლები გარდაიცვალა

ესპანეთში ხვალიდან ყველა ადამიანს ქუჩაში სავარჯიშოდ გასვლის უფლება ექნება

ესპანეთში კოვიდ 19-ით  სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი მესამე დღეა, 100-ს არ აჭარბებს. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 83 ადამიანი გარდაიცვალა. ამგვარად, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ესპანეთში  27.778-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ის 295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ძირითადად კატალონიასა და მადრიდში. 11 მაისის შემდეგ, როდესაც ესპანეთმა ლოკდაუნის ზომების შერბილება აიწყო, […]