კატეგორია: მსოფლიო

გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის შვილი ლექციაზე მოკლეს

გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის შვილი ლექციაზე მოკლეს

გერმანიის ექსპრეზიენტის, რიხარდ ფონ ვაიცზეკერის ვაჟს ლექციის მსვლელობისას თავს დაესხნენ და მოკლეს. ინციდენტი სამშაბათს ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მოხდა, სადაც ფრიც ფონ ვაიცზეკერი ლექციას ატარებდა. ის ამავე კლინიკის მთავარი ექიმი იყო. ს​ამართალდამცველების განცხადებით, თავდამსხმელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ლექციაზე მყოფი ერთ-ერთი პირი შეეცადა, თუმცა ბოროტმოქმედმა მასაც მძიმე ჭრილობები მიაყენა. თავდამსხმელი დაკავებულია. მისი მოტივი ჯერჯერობით უცნობია. რიხარდ ფონ ვაიცზეკერი […]

პრაღაში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი აქცია გაიმართა

პრაღაში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი აქცია გაიმართა

პრაღაში პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციას 300.000-მდე ადამიანი ესწრებოდა, ადგილობრივი პოლიცია კი აცხადებს, რომ მომიტინგეთა რაოდენობა 200.000 იყო. აქციის მონაწილეების მიერ გავრცელებულ მანიფესტში აღნიშნულია, რომ პოლიტიკოსები ინტერესთა კონფლიქტისგან უნდა გათავისუფლდნენ და პატივი სცენ ქვეყანაში მოქმედ კანონებსა და ინსტიტუტებს. ანდრეი ბაბიშს ევროკავშირის ფონდებიდან სუბსიდიის სახით მიღებული 2 მილიონი ევროს […]

ტრამპი – ”გჯერათ, რომ ძილისგუდა ჯო ბაიდენის დასამარცხებლად უკრაინის დახმარება გვჭირდება?”

ტრამპი - ”გჯერათ, რომ ძილისგუდა ჯო ბაიდენის დასამარცხებლად უკრაინის დახმარება გვჭირდება?”

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლუიზიანას შტატში ამომრჩევლის წინაშე წარსდგა, სადაც უკრაინის საკითხზე და იმპიჩმენტის პროცედურაზე ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, მას უკრაინის დახმარება არ სჭირდება საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის დასამარცხებლად. „თქვენ გჯერათ, რომ ჩვენ გვჭირდება უკრაინის დახმარება, რათა ძილისგუდა ჯო ბაიდენი დავამარცხოთ? მე ასე არ ვფიქრობ. ნიჭი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გამოცდილება არა? მე მაშინ გამოცდილება არ […]

ინდონეზიაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიააში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მოლუკის კუნძულებზე დაფიქსირდა. “როიტერის” ინფორმაციით, მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. არსებობს ცუნამის საფრთხე. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგა

ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგა

ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგა. მასთან ერთად გადადგა ვიცე პრეზიდენტი ალვარო გარსია ლინერა. თავის გამოსათხოვარ სიტყვაში მორალესმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში დღესვე შეწყდება ქაოსი. მან ასევე განაცხადა, რომ გადადგა იმისთვის, რომ ბოლივიაში შეწყდეს ძალადობა, რომელიც ოპოზიციამ გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ევო მორალესის თვითმფრინვმა მოითხოვა არგენტინაში გაფრენის გეგმა. ბოლო ცნობებით, მორალესის ბორტი ელ ალტოს საერთაშორისო აეროპორტიდან […]

სომხეთის პარლამენტს ცეცხლი გაუჩნდა

სომხეთის პარლამენტს ცეცხლი გაუჩნდა

სომხეთის პარლამენტის შენობის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. თავდაპირველად ხანძარი სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს შენობის გვერდით მდებარე ხის სახლში გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი ეროვნული ასამბლეის სახურავზეც გავრცელდა. ხანძრის ჩაქრობას 15-მდე სახანძრო ეკიპაში 2 საათის განმავლობაში ცდილობდა. შემთხვევის შედეგად საცხოვრებელს სახლში მყოფი 70 წლის მამაკაცი მძიმე დაშავდა, ის მძიმე დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დამპყრობელთა სამკუთხედი – ალექსანდრე, ნაპოლეონი, ჰიტლერი

დამპყრობელთა სამკუთხედი - ალექსანდრე, ნაპოლეონი, ჰიტლერი

ადამიანის თავში ოდითგანვე დანერგილი იყო ძალაუფლებისა და დიდი იმპერიის შექმნის სურვილი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ,სამ ყველაზე დიდ დამპყრობელზე, რომელთა მოღვაწეობა სამუდამოდ დარჩება კაცობრიობის ისტორიაში. ალექსანდრე მაკედონელი ალექსანდრე დიდი, მაკედონელი – მაკედონიის მეფე (ძვ.წ 336-323) მან სიცოცხლის ბოლომდე შეძლო თითქმის მთელი მსოფლიოს დაპყრობა. ალექსანდრემ 20 წლის ასაკში შეძლო ძალაუფლების ხელში ჩაგდება, მისი მამა იყო ფილიპე II. 16 […]

ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – დაიღუპა 4 და დაშავდა 70 ადამიანი

ჩრდილოეთ ირანში დღეს დილით მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 4 და დაშავდა 70 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის გეოლოგიური კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.8 მაგნიტუდა შეადგინა. ძლიერი რყევა ადგილობრივი დროით 2:17 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი კი ქალაქ არდებილიდან 83 კილომეტრში იყო.

მაკრონი – ”ევროპა უფსკრულის პირასაა, ჩვენ ნატოს ტვინის სიკვდილს ვუყურებთ”

მაკრონმა საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო

საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ისინი აღარ უნდა დაეყრდნონ შეერთებულ შტატებს, რომ ის დაიცავს ნატო-ს მოკავშირეებს.ემანუელ მაკრონი The Economist-თან ინტერვიუში, სირიაში შეერთებული შტატებისა და თურქეთის მოქმედებებს აკრიტიკებს. „ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ნატო-ს ტვინის სიკვდილი“,- აცხადებს მაკრონი. მისი თქმით, ევროპა „უფსკრულის პირასაა“ და ის თავად უნდა ჩამოყალიბდეს გეოპოლიტიკურ ძალად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპული ქვეყნები […]

ამსტერდამის აეროპორტიდან მადრიდის ბორტის გატაცება სცადეს

ამსტერდამის აეროპორტიდან მადრიდის ბორტის გატაცება სცადეს

ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში სავარაუდოდ თვითმფრინავის გატაცება სცადეს, – ამის შესახებ ნიდერლანდების სამაუწყებლო კორპორაცია იტყობინება. მედიასაშუალების ცნობით, მგზავრთა ასვლის დროს მფრინავმა განგაშის ღილაკი აამოქმედა. აღნიშნულ მომენტში, ლაინერის ბორტზე 27 მგზავრი იმყოფებოდა. ინციდენტის დეტალები ჯერ უცნობია. ამასთან, სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ მგზავრების და ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია განხორციელდა. თვითმფრინავის ბორტზე საეჭვო სიტუაციის შექმნას ადასტურებს ნიდერლანდების სამხედრო პოლიცია. თუმცა უწყებაში არ […]