ირანში, ჰორმოზგენის პროვინციაში 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძლიერი რყევები დღეს, 11:10 წუთზე დაფიქსირდა. ამ დროისთვის, ცნობები დაზარალებულთა შესახებ არ ვრცელდება.
კატეგორია: მსოფლიო
კრიშტიანო რონალდოს მთავარი სტილისტი მოკლული იპოვეს
ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს მთავარი სტილისტი რიკარდო მარკეს ფერეირა გუშინ, გვიან ღამით ციურიხის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. მამაკცი სასტუმროს თანამშრომელმა აღმოაჩინა. მისი თქმით, სტილისტი სისხლიან ლოგინში იწვა, ოთახში კი ალკოჰოლის სუნი იდგა. ფერეირას სხეულზე დანით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა. პოლიციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული. ნიუპოსტი
იაპონიის პრემიერის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
იაპონიის პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. სააგენტო „კიოდოს“ ინფორმაციით, დღეს, როდესაც იაპონიის მთავრობის მეთაური ტაილანდში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის სამიტზე დასასწრებად მიფრინავდა, თვითმფრინავის უკანა ნაწილში ცეცხლი იმ დროს გაჩნდა, როდესაც ეკიპაჟის წევრები სადილს ამზადებდნენ. ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხდა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. პრემიერ-მინისტრის „ბოინგი“ იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალების ბალანსზეა, რომელიც ექსპლუატაციაში აპრილიდან შევიდა.
პაკისტანში მატარებელს ხანძარი გაუჩნდა – 46 ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 46-მდე გაიზარდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ათობით ადამიანი დაშავებულია. როგორც ცნობილია, მატარებელს ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მგზავრების მცდელობის დროს, საუზმე მოემზადებინათ, გადასატანი გაზქურა აფეთქდა. ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. მედიის ცნობით, მატარებელი სამხრეთ ქალაქ კარაჩიდან რავალპინდში მიემგზავრებოდა. სავარაუდოდ, ვაგონები გადატვირთული იყო.
მიწისძვრა ფილიპინებში – 5 ადამიანი დაიღუპა
ფილიპინებში 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. მიწისძვრა კოტაბატოს პროვინციაში, ქალაქ ტულინანის ჩრდილო-აღმოსავლეთის დაახლოებით 33 კილომეტრში მოხდა. აღსანიშნავია, რომ ეს 16 ოქტომბრის შემდეგ ფილიპინებში მომხდარი მესამე ძლიერი მიწისძვრაა. 16 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 6.3-მაგნიტუდა შეადგინა, 29 ოქტომბერს კი ქვეყანაში 6.6 -მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სამივე […]
ერდოღანი სომეხთა გენოციდის აღიარებაზე – ”ეს თურქი ხალხის უდიდესი შეურაცხყოფაა”
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ სომეხი ერის გენოციდის აღიარების საკითხს ეხმაურება და მას „უსარგებლოს“ და „შეურაცხმყოფელს“ უწოდებს. „აქედან მინდა მივმართო აშშ-ს საზოგადოებას და მთელ მსოფლიოს: ეს უსარგებლო ნაბიჯია და ჩვენ მას არ ვაღიარებთ. ეს, ჩვენი აზრით, თურქი ხალხისთვის უდიდესი შეურაცხყოფაა“,-განაცხადა ერდოღანმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში. მისივე განცხადებით, კენჭისყრა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. […]
აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მასთან ჩანერგილმა ინფორმატორმა გასცა – ის 25 მილიონ დოლარს მიიღებს
აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ადგილმდებარეობის და მის შესახებ სხვადასხვა ცნობების გადაცემისთვის ინფორმატორს აშშ 25 მილიონ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ამერიკული გამოცემის მიხედვით, ინფორმატორი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ირიცხებოდა და სირიაში, კერძოდ, იდლიბის პროვინციაში დაჯგუფების ლიდერის გადაადგილებას და სხვადასხვა ადგილში მის თავშესაფარს უზრუნველყოფდა. ის ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის ნდობით აღჭურვილი პირი […]
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი აღიარა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდს აღიარებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. დოკუმენტს 405-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 11 წინააღმდეგ წავიდა. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნულია, „გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად მნიშვნელოვანია, რომ გენოციდი ოფიციალურად იყოს აღიარებული“. მსგავსს რეზოლუციებს კონგრესმენები წლების განმავლობაში განიხილავდნენ, თუმცა დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობის კენჭისყრაზე აქამდე არასდროს გაუტანიათ.
ბულგარეთმა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
ბულგარეთმა რუს დიპლომატს, რომელიც ჯაშუშობაშია ბრალდებული, ქვეყანა დაატოვებინა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სპეციალური პროკურატურისგან ინფორმაციის მიღებისთანავე, დიპლომატი სამინისტროში დაიბარეს. „ბულგარეთმა რუსეთის ინსტიტუტებს მოუწოდა, თავისი თანამშრომელი დღევანდელი დღის ბოლომდე გაეწვიათ. პიროვნებამ ქვეყნის ტერიტორია უკვე დატოვა“, – განაცხადეს ბულგარეთის საგარეო უწყებაში. პროკურატურის ცნობით, გასული წლის სექტემბრიდან სოფიაში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი, ბულგარეთის […]
მიწისძვრა ფილიპინებში – 2 ადამიანი დაიღუპა
2 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ ფილიპინებში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად. „ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 6.6 მაგნიტუდას შეადგენდა. ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში, კოტაბადოში დაფიქსირდა. ექსპერტების თქმით, ცუნამის საშიშროება არ არსებობს. გავრცელებული ინფორმაციით, დადასტურებულია ცნობები 15 წლის სკოლის მოსწავლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ასევე, გარდაცვლილია ქალაქ კორონადალში მცხოვრები 66 წლის მამაკაცი. ადგილობრივი მედიის ცნობით, […]









