აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ 24 სექტემბერს პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გამოაცხადა. “დღეს მე ვაცხადებ, რომ წარმომადგენელთა პალატა იწყებს ოფიციალურ გამოძიებას იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში. მე ვავალებ ჩვენს 6 კომიტეტს, დაიწყონ შესაბამისი გამოძიება”, – განაცხადა ნენსი პელოსიმ. დღემდე აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მხოლოდ სამჯერ მოხდა. პირველად 1868 წელს […]
კატეგორია: მსოფლიო
საფრანგეთში ფარმაცევტულ გიგანტ სერვიეს 500 ადამიანის მკვლელობას აბრალებენ
საფრანგეთში ფარმაცევტული გიგანტის სერვიეს წინააღმდეგ ხმაურიანი სასამართლო პროცესი დაიწყო. BBC-ის ინფორმაციით, კომპანიას წინასწარი განზრახვის გარეშე 500 ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი. საქმე ეხება მედიკამენტ „მედიატორს“, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში ჭარბი წონის მქონე დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის შეიქმნა. ამ მედიკამენტს მოგვიანებით გახდომის ნებისმიერ მსურველს უწერდნენ. გამოძიებას მიაჩნია, რომ ფარმაცევტული კომპანია პაციენტებს წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ არ აფრთხილებდა. […]
ალბანეთში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ალბანეთში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი საპორტო ქალაქ დურესში დაფიქსირდა. მიწისძვრას რამდენიმე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. მიწისძვრის შედეგად დაზიანდა შენობები და ავტომობილები. ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. დახმარების აღმოსაჩენად საავადმყოფოებს 48 ადამიანმა მიმართა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ალბანეთში, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო.
სროლა ვაშინგტონში თეთრ სახლთან – 1 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა
ვაშინგტონში, თეთრ სახლთან ახლოს განხორციელებული სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი – დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლი თეთრი სახლიდან დაახლოებით 2-3 კილომეტრში გახსნა. ჯერჯერობით მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. WJLA-TV -მ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ფოტოები გაავრცელა, რომლებზეც ინციდენტის ადგილი და სასწრაფო დახმარების მანქანები ჩანს.
ნეთანიაჰუს პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა
ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC და Reuters-ი ავრცელებენ. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ პარლამენტში 31-33 მანდატს მოიპოვებს, ხოლო მისი მემარჯვენე ბლოკი 54-დან 57 მანდატამდე მიიღებს. ნეთანიაჰუს მთავარი ოპონენტი, გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტია „ლურჯი და თეთრი“ კი 32-34 მანდატს მიიღებს, ხოლო მისი მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი 58 მანდატამდე დააგროვებს. ვერც ნეთანიაჰუ და ვერც განცი პარლამენტში უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ, რომლისთვის […]
ისრაელის პრესა: „სკამზე მიწებებულ“ ისრაელის ელჩს შაბთაი ცურს საელჩოდან წასვლა არ სურს
ისრაელის გავლენიანი გამოცემა „იედიოთ ახრონოთი“ (14.09.2019) საქართველოში ისრაელის ელჩისთვის, შაბთაი ცურისთვის ამ თანამდებობაზე ვადის 2019 წლის ბოლომდე გახანგრძლივებას უძღვნის სტატიას, სათაურით „მუდმივი ელჩი“ და ისრაელის საგარეო უწყებაში წყაროზე დაყრდნობით, მას „სკამზე მიწებებულად“ მოიხსენიებს. ავტორიტეტული გამოცემა ხაზს უსვამს, რომ შაბთაი ცური პარტია ლიქუდის (ისრაელის მმართველი პარტია – რედ) წევრია და 2016 წელს საქართველოში მისი ხელმეორედ ელჩად […]
სომხეთში პრორუსული ძალები დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ დაირაზმნენ
ახალი თაობა ევროსაბჭოს ე.წ სტამბულის კონვენციის შესაძლო რატიფიცირების ირგვლივ სომხეთში ბოლო პერიოდში დისკუსიები და გარკვეული ვნებათაღელვაა. კონვენცია იმ სამართლებრივ მექანიზმებს და ინსტრუმენტებს განსაზღვრავს, რომლებიც ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად ხელმომწერმა ქვეყნებმა უნდა აამოქმედონ. კონვენციის მხარეები ძალადობის პრევენციისა და დაზარალებულთა დაცვის ვალდებულებას იღებენ. სომხეთში ისეთი კატეგორიის ადამიანებიც არიან, ვინც თვლის, რომ კონვენცია ერთგვარ „პანდორას ყუთად“ […]
თურქეთში მანქანა ბომბზე აფეთქდა – 7 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა
თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია 7 და დაშავებულია 10 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ავტომობილმა, რომელსაც სოფლის მცხოვრებლები გადაჰყავდა, გზაზე დამონტაჟებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას გადაუარა და აფეთქდა. რეგიონის გუბერნატორის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა სავარაუდოდ „ქურთების მუშათა პარტიის“ მებრძოლებმა დაამონტაჟეს.
კანადაში ჟურნალისტებით სავსე ავტობუსი პრემიერ ტრიუდოს თვითმფრინავს დაეჯახა
კანადაში, ქალაქ ვიქტორიას აეროპორტში, ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს თვითმფრინავს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო ვიქტორიაში წინასაარჩევნო აგიტაციისთვის ჟურნალისტებთან ერთად ჩაფრინდა. მედიის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი ავტობუსი აეროპორტიდან გამოსვლისას თვითმფრინავის ფრთას დაეჯახა. ტრიუდოს შტაბში განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრის გეგმებში ცვლილებები არ შედის, მაგრამ დაზიანებას პროფესიონალები აუცილებლად შეაფასებენ. იპნ
აშშ-მ მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემის პირობები გაამკაცრა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემის პირობები გაამკაცრა. ახალი წესების მიხედვით, ჰონდურასელი, გვატემალელი და სხვა ქვეყნების მოქალაქეები აშშ-ში ჩასვლას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც მექსიკის ხელისუფლება მათ თავშესაფარზე უარს ეტყვის. შესაბამისი განკარგულება სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული. აღსანიშნავია, რომ გამკაცრებული წესები არ შეეხება იმ პირებს, ვინც აშშ-ში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ჩაიყვანეს. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილები […]










