კატეგორია: მსოფლიო

იაპონიაში მილიონობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს – ქვეყანას ტაიფუნი ჰაგიბისი უახლოვდება

იაპონიას ტაიფუნი “ჰაგიბისი” უახლოვდება. სტიქიის გამო დაღუპულია 1 ადამიანი, 4 დაშავდა. მილიონობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. დახურულია ყველა მაღაზია და საჯარო დაწესებულება. სტიქიამ ინფრასტრუქტურაც დააზიანა.  სტიქიის გამო იაპონიაში დღეს რაგბის მსოფლიო თასის ორი მატჩი, ახალ ზელანდიას და იტალიას და საფრაnგეთსა და ინგლისს შორის, გადაიდო. ბოლო 60 წლის განმავლობაში ტოკიოში ყველაზე ძლიერი წვიმაა და ქარია. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, […]

ტოკიოდან 5 მილიონი ადამიანის ევაკუაციას აპირებენ – იაპონიას ტაიფუნი ჰაგიბისი უახლოვდება

იაპონია ტაიფუნ „ჰაგიბისის“ მოლოდინში საგანგებო ზომებს იღებს. დაგეგმილია რკინიგზისა და აეროპორტების დახურვა. ცოტა ხნის წინ ნასამ გამოაქვეყნა ძლიერი შტორმის სურათები, რომელიც, სავარაუდოდ, იაპონიის საზღვრებს შაბათ-კვირას მიაღწევს. მეტეოროლოგები ტოკიოდან 5 მილიონი ადამიანის ევაკუაციის აუცილებლობაზე საუბრობენ. ყველა დიდ ქალაქში შეჩერდება ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე გადაიდო რაგბის მსოფლიო თასის ორი მატჩიც, რომელიც ახალ ზელანდიასა და იტალიას და ინგლისსა და საფრანგეთს […]

სირიის მხრიდან თურქეთს რაკეტები ესროლეს – დაიღუპა 6, დაშავდა 70 ადამიანი

6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 70-მდე ადამიანი დაშავდა სირიის მხრიდან თურქეთის ქალაქებზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად. ამის შესახებ გამოცემა „Daily Sabah“ იუწყება. ამ ინფორმაციის თანახმად, სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპნენ, ხოლო 45 ადამიანი დაშავდა თურქეთის საზღვრისპირა ქალაქ აჩკაკალეზე ნაღმტყორცნებიდან თავდასხმის შედეგად. რაც შეეხება პროვინცია მარდინს, იქ ასევე, სამი მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა და 20-ზე […]

ზელენსკი – “ტრამპი ჩემს დაშანტაჟებას არ ცდილობდა”

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ივლისში სატელეფონო საუბრის დროს ან სექტემბერში შეხვედრისას მის დაშანტაჟებას არ ცდილობდა. მან სატელეფონო საუბრისას არ იცოდა, რომ შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტა, ხოლო როდესაც ამის შესახებ თავდაცვის მინისტრისგან გაიგო, საკითხი შტატების ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან პოლონეთში შეხვედრის დროს წამოჭრა. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ, პრეზიდენტ […]

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

თურქეთმა და სირიის ეროვნულმა არმიამ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. „ჩვენი მიზანია ტერორისტული დერეფნის განადგურება და რეგიონში მშვიდობის დამყარება“, – წერს თურქეთის პერზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდორანი „თვითერის“ საკუთარ გვერდზე. „ჩვენ დავიცავთ სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და რეგიონის ხალხს გავათავისუფლებთ ტერორისტების ბრჭყალებისგან“, – აცხადებს პრეზიდენტი. სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენელი, მუსტაფა ბალი აცხადებს, რომ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაზე ავიადარტყმები განახორციელა. […]

ლვოვში ვიგო-სტამბოლის რეისის ბორტი ავარიულად დაეშვა – 5 ადამიანი დაიღუპა

ლვოვში ანტონოვ-12 ტიპის სატვირთო თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. სულ ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის 7 წევრი და ტვირთის 1 გამცილებელი. ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე, თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც ვიგოდან სტამბოლში მიფრინავდა, საწვავის შესავსებად ეშვებოდა, თუმცა დაშვებამდე ის რადარებიდან გაქრა.

ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონა აისბერგი მოწყდა

ანტარქტიდას მოწყდა აისბერგი, რომელიც 315 მილიარდ ტონას იწონის, ამის შესახებ BBC წერს. აისბერგის ფართობი 1636 კვადრატული კილომეტრია. ეს არის ყველაზე დიდი აისბერგი, რომელიც ყინულოვან კონტინენტს ბოლო 50 წლის განმავლობაში მოწყდა. აისბერგი ფართობით შოტლანდიაში მდებარე კუნძულ სკაიზე ოდნავ მცირეა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ აისბერგი ზომიდან გამომდინარე გემების გადაადგილებას საფრთხეს შეუქმნის და მასზე დაკვირვებაა საჭირო. 2019 წლის ივლისში მსოფლიოში ყველაზე […]

ამერიკელების 45% ტრამპის იმპიჩმენტის მომხრეა, 41% – წინააღმდეგი

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგების თანახმად, ამერიკელების 45 პროცენტი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს უჭერს მხარს, რაც გასული კვირის მაჩვენებელზე 8 პროცენტით მეტია. ამავე კვლევამ აჩვენა, რომ 41 პროცენტი ტრამპის იმპიჩმენტს არ ეთანხმება, გამოკითხულთა 15 პროცენტს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს. კითხვაზე, რას ფიქრობდნენ იმ ინფორმაციის შესახებ, რის საფუძველზეც „დემოკრატებმა“ იმპიჩმენტის პროცედურისთვის საჭირო მოკვლევა დაიწყეს, გამოკითხულთა 43 პროცენტი […]

ზელენსკიმ მერკელს შეურაცხყოფა მიაყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეურაცხყოფა მიაყენა – ამის შესახებ ინფორმაციას “შპიგელი” ავრცელებს. გერმანული გამოცემის ინფორმაციით, ზელენსკი ტრამპთან სატელეფონო საუბრისას შტატების პრეზიდენტს არაერთხელ დაეთანხმა, რომ ანგელა მერკელი უკრაინისთვის არაფერს აკეთებს. უკრაინის პრეზიდენტის გამონათქვამებმა ბერლინში აღშფოთება გამოიწვია, რადგან უკრაინის ლიდერს გერმანიის კანცლერის დიპლომატიური დამსახურებების შესახებ არ უსაუბრია.

კურტ ვოლკერი გადადგა – ტრამპი-ზელენსკის სკანდალი გრძელდება

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კურტ ვოლკერი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. კურტ ვოლკერი მოხსენიებული იყო სპეცსამსახურების თანამშრომლის იმ მოხსენებაში, რომელიც აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების საიდუმლო სატელეფონო ზარს ეხებოდა. ამ ზარის გამო აშშ-ში სკანდალი აგორდა და დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში უკვე დაიწყო ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი. „სი-ენ-ენის“ […]