რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა მოსახლეობაში იკლებს. გამოკითხულებიდან, არჩევნებზე მისთვის ხმის მიცემას ამომრჩეველთა მხოლოდ 43% აპირებს. ეს მონაცემები ფონდის „საზოგადოებრივი აზრი“ კვლევის შედეგად გამოქვეყნდა. ბოლო 18 წლის განმავლობაში ასეთი დაბალი შედეგი არ დაფიქსირებულა. მხოლოდ 2001 წლის აპრილში იყო 42%. მოქმედი კონსტიტუციით ვლადიმერ პუტინს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ აქვს. ასევე შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც […]
კატეგორია: მსოფლიო
ტრამპმა ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია
ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი თეთრ სახლში მიპატიჟებულია და მისი ვიზიტი ამერიკაში მალე შედგება.“ როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. ტრამპის განცხადებით, ის ზელენსკის „ძალიან ჭკვიან ადამიანად“ მიჩნევს და ფიქრობს, რომ შეუძლია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმება. ტრამპის განცხადებით, ზელენსკის უკრაინაში მშვიდობა სურს. ამ დროისთვის, ვლადიმერ ზელენსკის […]
თურქეთში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – 23 ადამიანი დაშავდა
თურქეთში დღეს მომხდარი 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, 23 ადამიანი დაშავდა, რომლებმაც დახმარებისთვის სამედიცინოდაწესებულებებს მიმართეს. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს ხელმძღვანელმა მეჰმეთ გიულიოღლუმ განაცხადა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთით, ქალაქ დენიზლიში, შვიდი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. პროვინციის ჯანდაცვის სამმართველოს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულები არ არიან. მიწისძვრის შედეგად, ახლომდებარე სოფლებში, რამდენიმე ძველი შენობა დაზიანდა. იპნ
ალმაზბეკ ატამბაევი სპეცრაზმს ჩაბარდა
გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევის დაკავების შესახებ, რომელიც მცდარი გამოდგა – შტურმი მის ადგილსამყოფელზე ნამდვილად განხორციელდა, მაგრამ გუშინ მისი დაკავება ვერ მოხერხდა. დღეს ყირგიზეთი ხელისუფლებამ შეტევა განაახლა. 200-მდე ძალოვანმა ბიშკეკის მახლობლად მდებარე სახლში შეჭრა სცადა. ალმაზბეკ ატამბაევის შტაბის წევრების ინფორმაციით, მათ წინააღმდეგობას ატამბაევის მხარდამჭერები უწევდნენ. სპეცრაზმმა რეზიდენციაში შეჭრა მოახერხა, რის შემდეგაც ატამბაევი მათ ჩაბარდა. ყოფილი ლიდერის დაკავების […]
ყირგიზეთში სპეცრაზმმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ატამბაევი დააკავა
ცოტა ხნის წინ ყირგიზეთის სოფელ კოი-ტაშში ჩატარდა სპეცოპერაცია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის დასაკავებლად, რომელსაც ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა კორუფციასა და სხვადასხვა დანაშაულებს დებს ბრალად. სპეცრაზმი შეიჭრა ატამბაევის სახლში, სადაც ივნისის ბოლოდან მისი მომხრეების შტაბი მუშაობდა და ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი დააკავა. სპეცოპერაციის დროს ძალოვანებმა გახსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის, ჟურნალისტებიც. ყირგიზეთის მოქმედმა […]
პოროშენკოს წინააღმდეგ საქმე აღძრეს
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო ადამიანთა ჯგუფის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეს იძიებს. როგორც უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, შესაძლოა, ამ დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორი იყოს ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. გამოცემისვე ინფორმაციით, საქმე 2018 წელს მალდივის კუნძულებზე საშობაო არდადეგების გატარებას ეხება. პოროშენკოსთან ერთად კერძო თვითმფრინავით კიდევ შვიდმა პირმა იმოგზაურა. გამოძიების ბიუროს ეჭვი აქვს, რომ ამ ადამიანებმა საზღვარი ყალბი დოკუმენტებით […]
მესამე სროლა აშშ-ში – ჩიკაგოში მანქანიდან 7 ადამიანი დაჭრეს
აშშ-ში ბოლო 24 საათში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცეცხლი უკვე მესამედ გახსნეს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჩიკაგოში მოქალაქეებს ცეცხლი ავტომანქანიდან გაუხსნეს. დაჭრილია 7 ადამიანი, მათგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მსროლელი ჯერ არ დაუკავებიათ. შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს ოჰაიოს შტატში, დეიტონში მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელი. მანამდე, 3 აგვისტოს ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში […]
ფუკუშიმას ატომურ სადგურთან 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – სადგური არ დაზიანებულა
იაპონიაში, ფუკუშიმას რეგიონში, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა იგრძნობოდა მიაგის რეგიონსა და ცენტრალურ ტოკიოშიც. შემთხვევის შედეგად დროებით შეჩერდა სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობა. ადგილზე განლაგებული ატომური ელექტროსადგურები არ დაზიანებულა. სპეციალისტების ინფორმაციით, ფუკუშიმას სანაპიროებზე ცუნამის არ ელოდებიან. 2011 წელს ფუკუშიმაში 9-მაგნიტუდიანი მიწისძვრა და ცუნამი იყო, რამაც ატომური ელექტროსადგურები დააზიანა და სტიქიამ 18.000-ზე მეტი […]
სროლა ოჰაიოში – მოკლულია 10 ადამიანი
ტეხასის შტატის სავაჭრო ცენტრში 20 ადამიანი მოკლეს, 26 დაჭრეს – დააკავეს 21 წლის პატრიკ კრუსიუსი
ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაიჭრა. სავაჭრო ცენტრ „ვალმარტში“ მყოფ მოქალაქეებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. დაკავებულია 21 წლის თეთრკანიანი პატრიკ კრუსიუსი. სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, როგორ შედის სავაჭრო ცენტრში ავტომატით შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც ყურსასმენები უკეთია. ელ-პასოს პოლიციის შეფის გრეგ ალენის განცხადებით, დანაშაული ჩადენილია სიძულვილის ნიადაგზე. სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, […]









