კატეგორია: მსოფლიო

ირან-ერაყის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 530-მდე გაიზარდა

ორი დღის წინ, ირანისა და ერაყის საზღვართან მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ირანში გარდაცვლილთა რიცხვმა 530-ს გადააჭარბა, დაშავებულია 8.000-ზე მეტი ადამიანი. მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 12 ათასი შენობები დაინგრა 8 სოფელში. მაშველებს მუშაობას რამდენიმე ადგილზე ჩამოწოლილი მეწყერი ურთულებს. 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი, ერაყის საზღვართან პროვინცია ქერმანშაჰი იყო. რყევები იგრძნობოდა თურქეთში, ისრაელსა და ქუვეითშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, […]

რუსეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაიღუპა 8 ადამიანი

რუსეთში, ხაბაროვსკში ავიაკატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო ТАСС-ი ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება. ავიაკატასტროფას მცირეწლოვანი ბავშვი გადაურჩა, რომელიც მძიმე დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი L-410 ნელკანის აეროპორტთან ჩამოვარდა. საგამოძიებო სამსახურები ავიაკატასტროფის სამ სავარაუდო მიზეზზე მუშაობენ. ესენია: უამინდობა, ტექნიკური გაუმართაობა ან პილოტის შეცდომა. იმედინიუსი

ზიმბაბვეში სამხედრო გადატრიალება მოხდა?

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზიმბაბვეში სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედრო ნაწილებიდან დედაქალაქ ჰარარეს მიმართულებით ჯავშანტექნიკის კოლონები დაიძრა. გავრცელდა ცნობები სამხედროების მიერ ტელეცენტრის დაკავების შესახებ. ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ მათი ქმედებები ჰარარეში „მართვის სამხედრო გზით დაუფლებას“ არ წარმოადგენს და „დამნაშავეების“ წინააღმდეგ არის მიმართული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ხალხისადმი მიმართვაში ზიმბაბვეს ჯარის წარმომადგენელმა განაცხადა, […]

ტერეზა მეი პუტინს – ვიცით, რაც გინდათ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევთ

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთის ხელისუფლება არჩევნებში ჩარევასა და კიბერშეტევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ცდილობს „ძირი გამოუთხაროს თავისუფალ საზოგადოებას“. – რუსეთი „ფეიქ ნიუსებს“ ავრცელებს, რათა დასავლეთში განხეთქილებას შეუწყოს ხელი. ლონდონს არ სურს მუდმივი კონფრონტაცია რუსეთთან, თუმცა ბრიტანეთი თავის ინტერესებს დაიცავს, – განაცხადა ტერეზა მეიმ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი პუტინისადმი მესიჯი მარტივია: მან სხვა გზა […]

ლიბანის პრემიერი – ”თავისუფალი ვარ”

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა საად ჰარირიმ განაცხადა, რომ ის თავისუფალია, საუდის არაბეთში იმყოფება და სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს ჰარირიმ ასევე აღნიშნა, რომ თანამდებობიდან თავის დაცვის მიზნით გადადგა. შეგახსენებთ, რომ ლიბანის პრემიერ-მინისტრმა 11 ნოემბერს, საუდის არაბეთიდან გაკეთებულ სატელევიზიო განცხადებაში თქვა, რომ საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე თანამდებობას ტოვებს. საად ჰარირიმ ირანი და „ჰეზბოლა“ მისი მკვლელობის […]

დამანგრეველი მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვარზე – მსხვერპლმა 200-ს გადააჭარბა

ირანისა და ერაყის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგად ირანის ტერიტორიაზე 200-მდე ადამიანი დაიღუპა, ერაყში კი 6. ათასობით ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. მიწისძვრის შედეგად შენობები დაინგრა 8 სოფელში. მაშველებს მუშაობას რამდენიმე ადგილზე ჩამოწოლილი მეწყერი ურთულებს. 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი, ერაყის საზღვართან პროვინცია ქერმანშაჰი იყო. რყევები იგრძნობოდა თურქეთში, ისრაელსა და ქუვეითშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის დასავლეთ და […]

ესპანეთში სპეცოპერაციის შედეგად 46 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს

ადგილობრივი მედიის ცნობით, ესპანელმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად 46 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მას 33 ბინის გაქურდვაში ედება ბრალი. გამოძიების ცნობით, დაკავებულს ბინიდან ფული და ძვირფასეულობა მიჰქონდა, ნივთების საერთო ღირებულება კი, ასობით ათას ევროს შეადგენს.

ერაყისა და ირანის საზღვართან 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ერაყისა და ირანის საზღვართან 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ BBC-ი წერს. ეპიცენტრი ერაყის ქალაქ ჰალაბჯადან 32 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. ირანული მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმე პროვინციაში იგრძნობოდა. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. იმედინიუსი

ლიბანის პრემიერი დაიკარგა

ლიბანსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური სკანდალი მწიფდება. ამის მიზეზი ლიბანის პრემიერია, რომლის ადგილსამყოფელის შესახებ უკვე 1 კვირაა არაფერა ცნობილი. ამის შესახებ Euronews-ი წერს. საად ჰარირიმ 4 ნოემბერს ერ-რიადში სამუშაო ვიზიტის დროს მოულოდნელად გადადგომის შესახებ განაცხადა. ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა საუდის არაბეთისგან “იმ მიზეზების დაუყოვნებლივ განმარტება მოითხოვა”, რის გამოც საად ჰარირი ბეირუთში დაბრუნებას ვერ ახერხებს. თავად ჰარირიმ […]

რუსმა ტელეწამყვანმა ბორის ნოტკინმა თავი მოიკლა

11 ნოემბერს საღამოს პოდმოსკოვიეში საკუთარ სახლში ცნობილი ტელეწამყვანი ბორის ნოტკინი გარდაცვლილი იპოვეს. მას სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. ტელეწამყვანმა ბარათი დატოვა, რომელშიც ეწერა: ”ამ ცხოვრებიდან საკუთარი ნებით მივდივარ. ტანჯვით დავიღალე”. ბორის ნოტკინს სიმსივნე აწუხებდა, რომლის ოპერირება შეუძლებელი იყო. ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.