კატეგორია: მსოფლიო

რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

რუსეთის ფედერაციის ჩუკოტკის ავტონომიურ ოლქში მაგნიტუდით 4.8 მიწისძვრა მოხდა. რუსული მედიის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ ნახევარკუნძულზე ცუნამის განგაში არ გამოცხადებულა. მიწისქვეშა ბიძგები სოფელ ახალ ჩაპლინოსთან დაფიქსირდა. დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  პირველი

როსგვარდიის წევრმა ჩეჩნეთში ოთხი თანამებრძოლი მოკლა

როსგვარდიის წევრი, რომელმაც ჩეჩნეთის ბაზაზე 4 თანამებრძოლი მოკლა, სამხედრო ნაწილის მორიგემ გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ როსგვარდიის მედიასთან ურთიერთობის განყოფილებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „წინასწარი ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე, ჩეჩნეთში შელკოვსკაიას დასახლებაში, რუსეთის ფედერაციის ნაციონალური გვარდიის ჩრდილოკავკასიის ოლქის ერთ–ერთ სამხედრო ნაწილში უფროსმა ლეიტენანტმა 4 თანამებრძოლი სასიკვდილოდ დაჭრა. სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც ცეცხლი ყაზარმაში გახსნა, ქვედანაყოფის მორიგემ […]

მოსკოვში, ”ეხო მოსკვის” ოფისში, რუსი ჟურნალისტი ტატიანა ფელგენგაუერი ყელში დაჭრეს

დღეს, 23 ოქტომბერს, რუსული რადიო „ეხო მოსკვის“ ოფისში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და წამყვანი ტატიანა ფელგენგაუერი დაჭრა, „ოფისში შეჭრილმა მამაკაცმა ტატიანა ფელგენგაუერი დანით ყელის არეში დაჭრა. ჩვენ ის დავაკავეთ და პოლიციას გადავეცით. ექიმების ინფორმაციით, ტატიანას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, _ ნათქვამია „ეხო მოსკვის“ განცხადებაში. სამართალდამცავ ორგანოებში „ეხო მოსკვის“ რედაქციაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციაა […]

იტალია – ვენეტოს რეგიონის ავტონომიას 50.1% უჭერს მხარს

იტალიის ორ უმდიდრეს რეგიონში ლომბარდიასა და ვენეტოში ავტონომიის მოთხოვნით რეფერენდუმი ჩატარდა. როგორც ცნობილი გახდა, ვენეტოში, წინასწარი მონაცემებით, ავტონომიას მხარი 50.1%-მა დაუჭირა. ამის შესახებ სააგენტო РИА ვენეციიდან საარჩევნო კომისიის პრესსპიკერზე დაყრდნობით იუწყება. ქვეყნის ყველაზე მდიდარი რეგიონების, 11 მილიონამდე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, სურთ თუ არა გაზრდილი ავტონომიური უფლებები. რომში ცენტრალურ მთავრობაში რეფერენდუმს არ მიესალმებიან, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ის […]

სააკაშვილი – ”კიევში ჩემი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი გიორგი რუბაშვილი დაიჭირეს”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ დაახლოებით ორი საათის წინ, კიევში მისი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი გიორგი რუბაშვილი დაიჭირეს. “ქუჩაში 8 შეიარაღებულმა პირმა ჩემი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი გიორგი რუბაშვილი დაიჭირეს როდესაც იგი ნაცნობთან ერთად კაფედან გამოდიოდა. იგი კიევში ცხოვრობს. მას ცხოვრების ოფიციალური უფლება აქვს, […]

იაპონიაში მიწისძვრა მოხდა

იაპონიის სამხრეთში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური მეტეოროლოგიური სამმართველო იუწყება. მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ ოკინავადან ჩრდილო-აღმოსავლეთით იყო. მეტეოროლოგების ინფორმაციით, ცუნამის საშიშროება არ არსებობს. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სოროსმა ფონდ “ღია საზოგადოებას” 18 მილიარდი დოლარი გადასცა

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ფილანტროპმა ჯორჯ სოროსმა 18 მილიარდი აშშ დოლარი, რაც მისი ქონების დაახლოებით 80%-ია, ფონდ „ღია საზოგადოებას“ გადასცა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამით „ღია საზოგადოება“ აშშ-ში სიდიდით მეორე საქველმოქმედო ფონდი გახდა ბილ და მელინდა გეითსების ფონდის შემდეგ, რომელიც დაახლოებით 40 მილიარდს განკარგავს. „ღია საზოგადოება“ აფინანსებს ლტოლვილებს და წვლილი შეაქვს ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში, მხარს […]

ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ წერილი მან გაზეთი Ведомости-ი გაუგზავნა. “მე ქსენია სობჩაკი ვარ, 35 წლის. მთელი ცხოვრებაა ვმუშაობ რუსეთში და ჩემტვის სულ ერთი არ არის, როგორი გახდება ჩემი ქვეყანა”, – წერს სობჩაკი ღია წერილში. ტელეწამყვანის თქმით, მისი კანდიდატურის წამოყენება სარგებელს მოუტანს, როგორც ოპოზიციურად განწყობილ პარტიებს, ასევე მთლიან საზოგადოებას. 1 […]

სააკაშვილმა პოროშენკოს კარვები გაუშალა

უკრაინის ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები, რომლებსაც კიევში, გრუშევსკისა და სადოვაიას ქუჩების კვეთაზე კორდონი ჰქონდათ მოწყობილი, ატარებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეებს, რომლებსაც კარვები და საძილე ტომრები შეაქვთ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. პოლიციელების კორდონთან მომიტინგეების კოლონა მივიდა, რომელსაც პარტია „ახალი ძალების“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და დეპუტატი სერგეი ლეშჩენკო უძღვებოდნენ. პოლიციამ ისინი გაატარა. ბოლო მონაცემებით, მომიტინგეებმა პარლამენტის შენობასთან […]

უკრაინის რადას შენობასთან მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

უკრაინის რადას შენობასთან მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქტივისტები ცდილობდნენ ევროპის მოედნიდან პოლიციელების ბარიერები აეღოთ. მცირე შეტაკებები მიმდინარეობს ასევე გრუშევსკისა და ჩელკოვჩინას ქუჩების გადაკვეთაზე. გამოცემა The Insider-ის თანახმად, აქტივისტებმა პარლამენტის ეზოში კარვები შეიტანეს. პოლიცია მათ შეჩერებას ცდილობდა, თუმცა, მომიტინგეებმა ბარიერი აიღეს. “რადიო თავისუფლების” უკრაინის ოფისი იუწყება, რომ შეტაკებები […]