კატეგორია: მსოფლიო

კატალონიაში პოლიციასთან შეტაკებების შედეგად 38 ადამიანი დაშავდა

კატალონიაში პოლიციასთან შეტაკებების შედეგად 38 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ კატალონიის მთავრობა იუწყება. მათივე ინფორმაციით, 35 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, სამმა კი საშუალო სიმძიმის დაზიანება მიღო. კატალონიაში დღეს, ესპანეთის ხელისუფლების მიერ აკრძალული რეფერენდუმი მიმდინარეობს, რომელიც ავტონომიის დამოუკიდებლობას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაიწყეს სკოლებისა და სხვა დაწესებულებების გათავისუფლება ხალხისგან, სადაც რიგ შემთხვევებში, პოლიციას საარჩევნო უბნებიდან მათი ძალით გაყვანა უწევს. ამით […]

ესპანეთის პოლიციამ კატალონიაში საარჩევნო ბიულეტინების ჩამორთმევა დაიწყო

ესპანეთის პოლიციამ და სამოქალაქო გვარდიამ კატალონიის რეფერენდუმისთვის განკუთვნილი საარჩევნო ურნების და ბიულეტინების ჩამორთმევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხუან იგნასიო სიოდომ დაადასტურა. „ნაციონალური პოლიცია საარჩევნო ურნებს იღებს და ამით უკანონო რეფერენდუმთან დაკავშირებით კანონს ასრულებს,“- დაწერა Twitter-ზე ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა. მან ვიდეოც გაავრცელა, სადაც ნაჩვენებია როგორ გააქვთ შენობიდან ბიულეტინები.  შენობის გვერდით კი ხალხი საპროტესტო აქციას […]

ფრანგულ სამგზავრო თვითმფრინავს ფრენისას ძრავის სარქველი მოსტყდა და კანადაში ავარიულად დაეშვა

ავიაკომპანია Air France-ის ლაინერს Airbus A380-ს ძრავის თავსახური მოსტყდა. ინციდენტი პარიზიდან ლოს ანჯელესისკენ ფრენისას მოხდა. დაზიანებული ძრავის ფოტოები მომხმარებლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. თვითმფრინავი იძულებული გახდა ავარიული დაშვება კანადის ქალაქ გუს-ბეიში განეხორციელებინა. მსოფლიოში ყველაზე დიდ სამგზავრო თვითმფრინავში 496 მგზავრი და ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფებოდა. ავიაკომპანიის ცნობით, თვითმფრინავის 4 ძრავიდან ერთ-ერთი გაჩერდა, დაზიანებული იყო ფრთებიც. დაშვებამ მშვიდობიანად ჩაიარა და […]

კრიზისი ესპანეთში: კატალონია დამოუკიდებლობის რეფერენდუმისთვის ემზადება – ესპანეთის მთავრობამ დახურა 1.300 სკოლაში გახსნილი საარჩევნო უბნები

ესპანეთის სამართალდამცველები აცხადებენ, რომ დაბლოკავენ ყველა საინფორმაციო რესურსს, რომელიც დაკავშირებული იქნება კატალონიაში 1 ოქტომბერს დაგეგმილ რეფერენდუმთან, განსაკუთრებით ელექტრონული ონლაინ ხმის მიცემის საიტებს, აცხადებს ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელი კატალონიაში ენრიკო მელო. ინტერნეტკავშირი შეუწყდებათ ასევე გახსნილ საარჩევნო უბნებს. პარალელურად, ბარსელონაში რეფერენდუმის მხარდასაჭერი ბოლო მასშტაბური მსვლელობა გაიმართა. ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ადგილობრივ მოსახლეობას კატალონიის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და […]

სააკაშვილი ოდესაში მხარდამჭერებს შეხვდა – ”გმადლობთ, რომ არ დამივიწყეთ”

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ოდესაში საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა. შეხვედრა „პრიმორსკი ბულვარში“ ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დაიწყო, სადაც სააკაშვილის ასობით თანამოაზრე იყო შეკრებილი. სააკაშვილმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და ოდესაში დაპატიჟებისთვის მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, სააკაშვილი შეკრებილებს შეპირდა, რომ უკრაინაში არსებულ ბოროტ რეჟიმს დაამარცხებს. სააკაშვილმა მოსახლეობას მადლობა იმისთვისაც გადაუხადა, რომ ის არ დაივიწყეს. ყოფილი გუბერნატორის […]

კიევში საკანალიზაციო ჭაში თავმოჭრილი ცხედარი იპოვეს 

კიევში საკანალიზაციო ჭაში თავმოჭრილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ მამაკაცი, რომლის ასაკიც 35-დან 40 წლამდეა, 4-5 დღის წინ არის მოკლული. ცხედარს პირადობის დამადასტურებელი ვერანაირი დოკუმენტაცია ვერ აღმოუჩინეს. პოლიცია მოკლულის ვინაობის დადგენას ცდილობს.

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

უკრაინაში, სტაროკონსტანტინოვის რაიონში, სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ. უკრაინის საჰაერო ძალების პრესსამსახურის განცხადებით, Л-39-ის ჩამოვარდნისას, ორი პილოტი დაიღუპა. ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ნიუპოსტი

ალექსეი ნავალნი ისევ დააკავეს

მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ დამფუძნებელი ალექსეი ნავალნი დააკავეს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, დაკავებისას, სამართალდამცავებს მიზეზი არ დაუსახელებიათ და არ იცის, რატომ აიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციონერი ნიჟნი ნოვგოროდში არასანქცირებულ მიტინგზე უნდა გამგზავრებულიყო. რუსეთის შსს-მ ნავალნის დაკავება დაადასტურა და მიზეზად არასანქცირებულ მიტინგზე მისი დასწრების სურვილი დაასახელა. […]

ჩერკასში დეპუტატი ბინუსოვი ჩაცხრილეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სააკაშვილს შეხვდა

28 სექტემბერს, უცნობი პირები უკრაინის ქალაქ ჩერკასის საკრებულოს წევრს მიხაილ ბინუსოვს დაესხნენ თავს. ბინუსოვი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, ბინუსოვის მკვლელობამდე სამი დღით ადრე, ის მას შეხვდა. “სამი დღის წინ ძალიან საინტერესო ჩეხვედრა მქონდა, ქალაქ ჩერკასის საკრებულოს ფრაქციის ლიდერებთან. შეხვედრაზე იყო ჩემი სეხნია, მიხაილ ბინუსოვი უკროპიდან. ის დარდობდა, რომ ჩერხასი ბანდიტებმა დაიკავეს და […]

თურქეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა

თურქეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თურქულ მედიაში დაკავების ამსახველი ვიდეომასალაც გავრცელდა. ბრალდების მიხედვით, მამაკაცები ქუჩაში მიმავალ ქალს თავს დაესხნენ და მობილური ტელეფონის წართმევა სცადეს. დაზარალებულმა მომხდარი ინციდენტის შესახებ სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ შეატყობინა. გამომძიებლებმა ეჭვმიტანილები სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლის შედეგად დააკავეს. დაზარალებულმა დაკავებულები ამოიცნო. ინტერპრესნიუსი