კატალონია ესპანეთისგან დამოუკიდებლობას 9 ოქტომბერს გამოაცხადებს. “როიტერსის” ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიის რეგიონული მთავრობიდან წყარო ავრცელებს. მანამდე ავტონომიის პრეზიდენტმა კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ კატალონია დამოუკიდებლობას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. მისი თქმით, შესაბამის ბრძანებას რეგიონის მთავრობა კვირის ბოლომდე გამოსცემს, ოფიციალურ მადრიდთან კი მოლაპარაკებები ამ დრომდე არ შემდგარა. ესპანეთის მეფემ, ფელიპე მეექვსემ მოსახლეობასტელევიზიით მიმართა და ადგილობრივ ხელისუფლებას უპასუხისმგებლო […]
კატეგორია: მსოფლიო
ესპანეთის მეფემ კატალონიის ხელისუფლების ქმედებებს უკანონო უწოდა
ესპანეთის მეფემ დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით კატალონიის ხელისუფლების ქმედებებს უკანონო და არადემოკრატიული უწოდა. ამის შესახებ ფელიპე VI-მ მოსახლეობისადმი მიმართვის დროს განაცხადა. მონარქის განმარტებით, კატალონიაში მიმდინარე მოვლენები რეგიონის ეკონიმიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. 1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლებას პროცესის ჩაშლა სცადა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით დაშავდა, სულ ცოტა, 800 ადამიანი. 2 […]
ლას-ვეგასში სროლის დროს საქართველოს მოქალაქე დაშავდა
აშშ-ის ქალაქ ლას-ვეგასში სროლის დროს საქართველოს მოქალაქე დაშავდა. ამის შესახებ “პირველ არხს” ინფორმაცია ლას-ვეგასში მცხოვრებმა შაკო ამაშუკელმა მიაწოდა. “ჩემი ახლობელი ქართველი გოგონა სროლის დროს გაიქცა და ჭყლეტაში ფეხი იტკინა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დეტალებს ვაზუსტებ. სხვა ქართველები, როგორც ვიცი, კარგად არიან. ამ დრომდე პანიკაა ქალაქში. შენობებიდან ხალხს არ უშვებენ”, – განუცხადა “პირველ არხს” შაკო ამაშუკელმა. “პირველი” […]
ერევნის საავადმყოფოში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა
ერევანში, სამედიცინო ცენტრ „არმენიაში“, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. სომხური მედიის ცნობით, მესამე სართულზე , მამაკაცმა ჩანთიდან იარაღი ამოიღო და უმისამართო სროლა დაიწყო. მამაკაცი საავადმყოფოს დაცვის სამსახურმა დააკავა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტის შესახებ დამატებითი ცნობები და დამნაშავის მოტივი უცნობია. ნიუპოსტი
სასაკლაო ლას-ვეგასში – სტივენ პედოქმა 50 კაცი მოკლა და 400 დაჭრა
ლას-ვეგასში, სამორინესთან ხალხის მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა 64 წლის სტივენ პედოქმა პოლიციის მისვლამდე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ CNN-ის ეთერში ქალაქის პოლიციის შერიფმა, ჯოზეფ ლომბარდომ განაცხადა. – ჩვენ ვთვლით, რომ ეჭვმიტანილმა თავი ჩვენს მოსვლამდე მოიკლა, – განაცხადა მან. ჯოზეფ ლომბარდოს ინფორმაციით, სტივენ პედოქის სასტუმროს ნომერში პოლიციამ 10 ერთეული იარაღი აღმოაჩინა. ლას-ვეგასში, სამორინეს მახლობლად გახსნილი ცეცხლის შედეგად […]
კატალონიის დამოუკიდებლობას მხარი 90%-მა დაუჭირა – კარლეს პუჩდემონი: “ჩვენ მზად ვართ მადრიდთან დიალოგისთვის”
კატალონიის მთავრობა აცხადებს, რომ რეფერენდუმში მონაწილე მოქალაქეების 90%-მა მხარი რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა. 5,3 მილიონი ამომრჩევლიდან ხმა მისცა 2,2 მილიონმა ადამიანმა, შესაბამისად, აქტივობამ 42% შეადგინა. კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელმა კარლეს პუჩდემონმა სპეციალურ ტელემიმართვაში განაცხადა, რომ კატალონიელებმა მოიპოვეს სუვერენიტეტის უფლება. – დღეს იყო იმედის დღე. ჩვენმა მოქალაქეებმა მოიპოვეს უფლება კატალონია გახდეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა. მათ მოიპოვეს სუვერენიტეტის უფლება, – აღნიშნა […]
პიკე – “მზად ვარ, ესპანეთის ნაკრებიდან წავიდე”
საფეხბურთო კლუბის “ბარსელონა” მცველმა ჟერარ პიკემ ესპანეთის ეროვნული ნაკრების დატოვების მზადყოფნის შესახებ განაცხადა. ამის მიზეზი კი ფეხბურთელის განმარტებით ის არის, რომ ქვეყნის ხელისუფლება კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარება ხელს უშლიდა. ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს პიკემ ცრემლები ვერ დამალა: – ჩვენ ცუდი ხალხი არ ვართ და მხოლოდ არჩევნების უფლების გამოყენება გვსურს. მთელი მსოფლიო ხედავდა დღეს რაც მოხდა. კატალონიაში ესპანეთის პოლიციის […]
კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი დასრულდა – მსოფლიო შედეგებს ელის
კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი დასრულებულია. რამდენიმე წუთის წინ ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. კატალონიის მთავრობის მონაცემებით, კატალონიის ხმის უფლების მქონე მოქალაქე 5.300.000-ია, თუმცა რამდენმა მიიღო მასში მონაწილეობა ჯერჯერობით უცნობია. ესპანეთის პოლიციამ ძალის გამოყენებით 2.315 საარჩევნო უბნიდან უმრავლესობაზე კონტროლი დაამყარა და დაახლოებით 11 მილიონი ბიულეტენი ამოიღო. პოლიციასთან შეტაკებებისა და დახურული უბნების მიუხედავად კატალონიელთა ნაწილმა რეფერენდუმში მონაწილეობა მაინც მიიღო. ისინი […]
ბარსელონას მერმა ადა კოლაუმ ესპანეთის პრემიერ რახოის გადადგომა მოითხოვა
ბარსელონას მერის, ადა კოლაუს განცხადებით, ესპანეთის პოლიციასა და კატალონიის რეფერენდუმის ჩატარების მომხრეთა შორის შეტაკებებში 480 ადამიანმა მიიღო დაზიანება. მან პოლიციას მოუწოდა, შეწყვიტოს ძალის გამოყენება დაუცველი დემონსტრანტების წინააღმდეგ. პოლიციის ასეთი საქციელის გამო ადა კოლაუმ ესპანეთის პრემიერ მინისტრ მარიანო რახოის გადადგომა მოითხოვა. ესპანეთის ხელისუფლება ჯერჯერობით არ ასახელებს დაზარალებულთა რიცხვს, თუმცა პოლიციამ განაცხადა, რომ დაშავდა 11 სამართალდამცველი. ესპანეთის […]
ბარსელონაში რეზინის ტყვიებს ისვრიან
კატალონიაში კენჭისყრა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩასაშლელად პოლიცია რეზინის ტყვიებსა და ხელკეტებს იყენებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 300-ზე მეტი ადამიანი. რეზინის ტყვიები და სხვა სპეცსაშუალებები ესპანელმა ძალოვანებმა ბარსელონას ერთ-ერთ სკოლასთან გამოიყენეს, სადაც საარჩევნო უბანია განლაგებული. პოლიციას დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩაშლა აქვს დავალებული, რომელსაც ოფიციალური მადრიდი არალეგიტიმურად ცნობს. ამ მიზნით, სამართალდამცველებმა შენობაში შესვლა და საარჩევნო ინვენტარის გამოტანა […]










