კატეგორია: მსოფლიო

მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა

მექსიკაში, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 58 ადამიანი დაიღუპა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 27 დაღუპულის შესახებ. უახლეს ინფორმაციას ავრცელებს Reuters-ი. ყველაზე დიდი ზიანი ქვეყნის სამხრეთ ნაწილს მიეყენა. ქალაქ ხუჩიტანში დაინგრა საცხოვრებელი სახლები და რამდენიმე სასტუმრო. შედეგების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ ეს მიწისძვრა მექსიკისთვის ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია. იმედინიუსი

მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC ქვეყნის პრეზიდენტ ენრიკე პენია ნიეტოზე დაყრდნობით წერს. პრეზიდენტის განცხადებით, ეს იყო ბოლო 100 წელიწადში ქვეყანაში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 15 გარდაცვლილის შესახებ. მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტრეს პიკოსიდან სამხრეთ-დასავლეთით, 119 კილომეტრში, 33 კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისძვრა ადგილობრივი დროით, […]

სააკაშვილი ჟენევაში უკრაინელ ოლიგარქ კოლომოისკის შეხვდა

უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი და ოლიგარქი იგორ კოლომოისკი ერთმანეთს ჟენევაში შეხვდნენ. როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება, შეხვედრა , 7 სექტემბერს, სასტუმრო Four seasons-ში შედგა. ამის შესახებ გამოცემა კოლომოისკისთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით წერს. „ჩამოვიდა, ივახშმეს. მან (სააკაშვილი) თქვა , რომ უკრაინაში აპორებს წასვლას“- ამბობს წყარო. შეხვედრის შესახებ სხვა დეტალები უცნობია. შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის […]

ქარიშხალმა “ირმამ” სენ-მარტენის ცნობილი აეროპორტი გაანადგურა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აეროპორტი ქარიშხალმა „ირმამ“ გაანადგურა. კარიბის ზღვაში მდებარე კუნძული სენ-მარტენის პრინცესა ჯულიანას აეროპორტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. სენ მარტენის აეროპორტი სანაპიროსთან სიახლოვისა და თვითმფრინავების დაბალ სიმაღლეზე ფრენის გამო, ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ბოლო მონაცემებით, ქარიშხალ “ირმას” 13 ადამიანი ემსხვერპლა. სინოპტიკოსების ინფორმაცით, ქარიშხალმა უკვე მიაღწია, უმაღლეს მეხუთე კატეგორიას და ის ატლანტის ოკეანეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში […]

მექსიკის სანაპიროებთან 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტრეს პიკოსიდან სამხრეთ-დასავლეთით, 119 კილომეტრში, 33 კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 04.49 საათზე მოხდა. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. სპეციალისტები ცუნამის წარმოქმნას არ გამორიცხავენ. „წინასწარი პარამეტრების მიხედვით, მიწისძვრამ შეიძლება ძლიერი ცუნამი გამოიწვიოს,“- ნათქვამია ცუნამის შესახებ წყნარი […]

ქარიშხალ “ირმას” 7 ადამიანი ემსხვერპლა

კარიბის ზღვის კუნძულებზე, გამანდაგურებელ ქარიშხალ „ირმას“ მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული დროით, გარდაცვლილია 7 ადამიანი. კარიბის ზღვის აუზის საფრანგეთის ტერიტორიებზე მთლიანად გამადგურებულია ინფრასტრუქტურა, მოსახლეობა ენექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ანტიიგუა და ბარბუდას პრემიერის თქმით კუნძული, რომელზეც 1.700 ადამიანი ცხოვრობს, მთლიანად განადგურებულია. გამანადგურებელი ქარიშხალი პუერტო-რიკოს უახლოვდება. სპეციალისტების გაძლიერებას ვარაუდობენ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატში, პუერტო-რიკოსა და ვირჯინიის კუნძულებზე საგანგებო […]

კატალონია 1 ოქტომბერს დამოუკიდებლობის რეფერენდუმს გამართავს

კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის შესახებ კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც ესპანეთისგან გამოყოფაზე პლებისციტი 1 ოქტომბერს ჩატარდება. ამის შესახებ BBC-ი წერს. კანონპროექტის დამტკიცებას მხარი 2 პარტიის დეპუტატებმა დაუჭირეს, რომლებიც პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენენ. კენჭისყრაში სულ 83 დეპუტატი მონაწილოებდა. კანონის დამტკიცებამდე ესპანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კატალონიის პარლამენტის მიერ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ავტონომიურ რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ არაოფიციალური რეფერენდუმი 2014 წლის ნოემბერში […]

მიტინგზე ანგელა მერკელს პომიდვრები ესროლეს

ქალაქ ჰეიდელბერგში წინასარჩევნო მიტინგის დროს გერმანიის კანცლერს პომიდვრები ესროლეს. ამის შესახებ Der Spiegel-ი წერს. ანგელა მერკელი სიტყვით გამოდიოდა, როდესაც მას მოულოდნელად 2 პომიდორი ესროლეს. გამოცემის ცნობით, ერთი პომიდორი კანცლერს ფეხზე მოხვდა, მეორე კი მიტინგის წამყვანს. მერკელმა მას დასვრილი ტანსაცმლის გასაწმენდად თავისი ცხვირსახოცი შესთავაზა. მომხდარის მიუხედავად კანცლერმა სიტყვით გამოსვლა გააგრძელა. გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 24 სექტემბერს გაიმართება. ანგელა მერკელი […]

ვინ არიან როჰინჯა მუსლიმები და რატომ დევნიან მათ ბუდისტები?

როჰინჯა ეთნიკური ჯგუფია, მიანმარის ერთ-ერთი ეთნიკური უმცირესობა. ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე, რაქჰაინის შტატში, რომელიც ბანგლადეშს ესაზღვრება, დაახლოებით მილიონი როჰინჯა ცხოვრობს. მათი უმრავლესობა მუსლიმია, მაშინ, როდესაც მიანმარის მოსახლეობის 90% ბუდისტია. 4 სექტემბერს, მიანმარის ხელისუფლებამ რაქჰაინის შტატში მცხოვრებ როჰინჯა მუსლიმებს გაეროს ჰუმანიტარული დახმარება დაუბლოკა და გადაწყვეტილება უსაფრთხოების აუცილებლობით ახსნა. რა ხდება მიანმარში და ვინ არიან როჰინჯა მუსლიმები? მიანმარი დიდწილად ბუდისტური ქვეყანაა. კონფლიქტი […]

კადიროვი პუტინს დაემუქრა

გროზნოში მიანმელი მუსლიმების მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს მეჩეთ “ჩეჩნეთის გულის” მიმდებარედ. აქცია გუშინ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა დააანონსა. მიანმელი მუსლიმების გენოციდთან დაკავშირებით კადიროვმა კომენტარიც გააკეთა და განაცხადა, რომ თუ რუსეთის ხელისუფლება “შაითანის დანაშაულებრივ ქმედებებს” დაუჭერს მხარს, ასეთ შემთხვევაში ის რუსეთის წინააღმდეგ გამოვა. “დოჟდის” ინფორმაციით, ამის შესახებ კადიროვმა ინსტაგრამის თავის გვერდზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა. კადიროვმა რუსული […]