36 იტალიელი ტურისტი მოსკოვში სასტუმრო “ბოროდინოს“ რესტორანში ვახშმობის შემდეგ საკვებისგან მოწამვლით საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ Mash იტყობინება. წინასწარი მონაცემებით, ისინი შესაძლოა სალმონელათი დაავადებული საკვებით მოიწამლნენ. იტალიის დიპლომატიური წარმომადგენლობა რუსეთში მომხდარის გარემოებებს სწავლობს. სასტუმროს თანამშრომლები რესტორნის კავშირს მომხდართან გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ტურისტები სხვა ადგილზე მოიწამლნენ.
კატეგორია: მსოფლიო
რუსი მსოფლიოს ჩემპიონი ანდრეი დრაჩოვი ხაბაროვსკში ცემით მოკლეს
პაუერლიფტინგში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი რუსი სპორტსმენი ანდრეი დრაჩოვი მოკლეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ის კაფეში მთვრალი ხულიგნის პროვოკაციას წამოეგო. ამის შემდეგ კაფეში რამდენიმე ახალგაზრდა მივიდა, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონი გარეთ გაიყვანეს და დაუნდობლად სცემეს. ანდრეი დრაჩოვი ჩხუბის დროს მიღებული ტრამვების შედეგად გარდაიცვალა. 1985 წელს დაბადებული დრაჩევი 120 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი იგორ ლანსკოი ყირიმში მეხმა მოკლა
ინდოეთში წყალდიდობის შედეგად 412 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 412-ს მიაღწია, სტიქიური უბედურების ზონაში კი 12 მილიონი ადამიანი აღმოჩნდა. სტიქიამ 3.000-ზე მეტი სახლი დატბორა. დაზიანებულია სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები. მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ყველაზე კრიტიკული სიტუაცია ბიჰარის პროვინციაში შეიქმნა, სადაც სტიქიამ 202 ადამიანი იმსხვერპლა. წყალდიდობა მუსონურმა წვიმამ გამოიწვია. ნიუპოსტი
ბოსტონში აქციაზე – “სიტყვის თავისუფლება” – პოლიციამ 27 ადამიანი დააკავა
აშშ-ს ქალაქ ბოსტონში გამართულ აქციაზე – “სიტყვის თავისუფლება” პოლიციამ 27 ადამიანი დააკავა. სამართალდამცავების განმარტებით, დაკავებულები არიან ის პირები, რომლებიც ხულიგნობასა და სხვა ადმინისტრაციული დარღვევების ჩადენაში იყვნენ შემჩნეულნი. სიძულვილისა და რასიზმის წინააღმდეგ გამართულ მსვლლეობაში 40.000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მანამდე კი ქალაქში აქცია სიტყვის თავისუფლების მოთხოვნით გაიმართა. ნიუპოსტი
რუსეთი – სურგუტში ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
დღეს უცნობი პირი რუსეთის ქალაქ სურგუტის ცენტრალურ ქუჩაზე ცივი იარაღით თავს დაესხა გამვლელებს, რის შედეგადაც 7 ადამიანია დაშავებული. დაშავებულები ქალაქის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ შორის 4 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. მამაკაცს სახეზე ნიღაბი ეკეთა. მან ადგილზე გამოძახებულ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც თავდამსხმელი მოკლეს. წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელი 1994 წელსაა დაბადებული. სურგუტი მერმა ვადიმ შევალოვმა მოქალაქეებს მოუწოდა, […]
ფიჯისა და ტონგას კუნძულებთან 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ფიჯისა და ტონგას კუნძულებთან 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. აღსანიშნავია, რომ ფიჯის კუნძულებთან ახლოს მიწისძვრა ღამის 2 საათძე, ხოლო ტონგასთან – ღამის 5 საათზე მოხდა. ინფორმაციები ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამერიკული და ევროპული სეისმოლოგიუეი სამსახურების ცნობით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს. ნიუპოსტი
ბარსელონას ტერაქტი 17 წლის მუსა უკაბირმა განახორციელა
ბარსელონას ტერაქტში მთავარ ეჭვმიტანილად, ესპანეთის პოლიციამ ესპანეთის მოქალაქე, წარმოშობით მაროკოელი, 17 წლის მუსა უკაბირი დაასახელა, რომელიც დრის უკაბირის ძმაა, მამაკაცის, რომლის საბუთებითაც ფურგონი დაიქირავეს. სამართალდამცავთა თქმით, სწორედ მუსა მართავდა ფურგონს, რომელიც ხალხმრავალ ადგილას შევარდა. პოლიცია მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. ტერაქტის შემდედ, ფურგონის სავარაუდო მძღოლად, 28 წლის დრის უკაბირი დასახელდა და პოლიციამ მასზე ძებნა გამმოაცხადა, […]
ბარსელონაში ტერაქტის დროს დაღუპულთა შორის ყველაზე პატარა 3 წლის გოგონაა
ბარსელონაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის ყველაზე მცირეწლოვანი 3 წლის გოგონაა, რომელიც რამბლას ბულვარზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. უცნობია მისი ვინაობა და მოქალაქეობა. ბოლო მონაცემებით, ბარსელონაში, წუხელ მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაიღუპა 13 ადამიანი და დაშავდა 100-ზე მეტი. რამბლას ბულვარზე, რომელიც ტურისტების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს, ფურგონი ხალხში შეიჭრა, კატალონიის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან 15 […]
ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ბარსელონას ცენტრში მომხდარი ტერაქტის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. – ჩვენ გვაერთიანებს გლოვა და სიმტკიცე, რომ დავამარცხოთ ისინი, ვინც თავს დაესხა ჩვენს ღირებულებებს, ჩვენი ცხოვრების წესს. ტერორიზმი გლობალური საფრთხეა და მასზე პასუხიც გლობალური უნდა იყოს, – აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა. ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე […]










