კატეგორია: მსოფლიო

 ბიბილოვი აფხაზეთში ავარიაში მოჰყვა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ავარიაში მოყვა. შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში მოხდა, სადაც ბიბილოვი ვიზიტით იმყოფებოდა. “ინტერფაქსი” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბიბილოვი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ბიბილოვთან ერთად მისი დაცვის ორი წევრი დაშავდა. სააგენტო ავარიის მიზეზებს არ აკონკრეტებს. ე.წ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ მეგობრული ვიზიტი წარმატებით დასრულდა. ბიბილოვის პრესცენტრი ავარიას […]

დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე სცადა, პუტინი წნეხის ქვეშ მოექცია 

ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში რუსეთის ჩარევის ფაქტი კატეგორიულად უარყო, თუმცა, ამის მიუხედავად, დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე სცადა, პუტინი წნეხის ქვეშ მოექცია -ეს განცხადება, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა. რექს ტილერსონის თქმით, შეხვედრაზე ყველაზე დიდი დრო უკრაინის კრიზისსა და სირიის კონფლიქტს დაეთმო. ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა შეხვედრის შემდეგ ბრიფინგი არ გამართეს, თუმცა აუდიენციის დეტალები […]

დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სიტყვიერ ომს განაგრძობს. ტრამპმა ამჯერად ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტის გაშვებისთვის გააკრიტიკა და თქვა, რომ ჩინეთმა მკაცრი სანქციები უნდა გამოიყენოს თავისი მეზობლის მიმართ. ტრამპის თქმით, ჩრდილოეთ კორეა იმსახურებს მკაცრ მოპყრობას და მათი ქმედებები გაუმართლებელია. რამდენიმე თვის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ჩინეთი ვერ გადაჭრის ჩრდილოეთ კორეის პრობლემას, […]

საფრანგეთის პოლიციამ ემანუელ მაკრონის პოტენციური მკვლელობა აღკვეთა

საფრანგეთის პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც 14 ივლისს საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის აღლუმზე ემანუელ მაკრონის მოკვლას აპირებდა. დაკავებულმა აღიარა, რომ შეიძინა კალაშნიკოვი, რომლითაც ის აპირებდა ამ დანაშაულის ჩადენას. მამაკაცი 23 წლის არის და ის ადრეც იყო დაკავებული ტერორიზმის პროპაგანდისთვის, თუმცა მაშინ მან ციხე რამდენიმე დღეში დატოვა, ამჯერად კი ბრალდება გაცილებით სერიოზულია. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბრალდებულებმა […]

17 მგზავრი ავტობუსში დაიწვა – ავტოკატასტროფა გერმანიაში

გერმანიაში, ბავარიის მხარეში, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა მასშტაბური ავტოსაგზაპო შემთხვევის შედეგად. ტურისტული ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა რის შედეგადაც ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. პოლიციის ინფორმაციით, სალონში მძღოლთან ერთად 48 ადამიანი იმყოფებოდა. მძღოლის გარდა, სალონიდან გადმოსვლა 30 მგზავრმა შეძლო.

ნიუ იორკის კლინიკაში ყოფილმა ექიმმა სროლა ატეხა და მერე თავი მოიკლა

ცოტა ხნის წინ შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა ნიუ-იორკის ბრონქსის კლინიკაში. დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ექიმის ხალათში იყო ჩაცმული. შემთხვევის შემდეგ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ნიუ-იორკ თაიმსის ცნობით, დაჭრილთა შორის სამი ექიმია, მათი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია. შეიარაღებული თავდასხმა ადგილობრივი დროით, 14:45 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ადრე ამავე კლინიკის […]

აშშ-ში აქციაზე 98 წლის აქტივისტი დააკავეს

მასაჩუსეტსის შტატში, ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე, 98 წლის აქტივისტი, ფრენსის ქროუ დააკავეს. აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად სხვა რვა აქტივისტიც იყო დაკავებული. მათ საპროტესტო აქციის ადგილზე მილსადენის „დაკრძალვის“ პერფორმანსი ჩაატარეს. როგორც მასაჩუსეტსის შტატის პოლიციაში განაცხადეს, ფრენსის ქროუ Sugar Shack Alliance-ის წევრებთან ერთად დაცულ ტერიტორიაზე შევიდნენ და უარი განაცხადეს, ტერიტორიიდან გასულიყვნენ. როგორც 98 წლის ფრენსის […]

ბერძენმა ექიმმა ქართველი ქალის მკვლელობა აღიარა

ბერძენმა ექიმმა რომელიც თესალონიკის იპოკრატიოს საავადმყოფოში მუშაობდა ქართველი ქალის, სამი შვილის დედის მკვლელობა აღიარა. მისი თქმით ქართველი ქალი ოპერაციის დროს გარდაიცვალა, მისი სიკვდილის მიზეზი კი ანესთეზიის დოზა გახდა. მისი თქმით ქალის სხეული მან ხალკიდიკის ერთ-ერთ ტერიტორიულ ადგილას დამალა და ეს იმიტომ ჩაიდინა რომ პანიკაში და შიშში იყო. ექიმის თქმით ეს მკვლელობაა, თუმცა მას ეს არ […]

ნიუ-იორკში აფეთქება მოხდა

ნიუ-იორკში, Greenwich Village-ის საცხოვრებელი კომპლექსის ზედა სართულზე აფეთქება მოხდა. შენობაში ხანძარი გაჩნდა. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის ცნობით, დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ. მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.

რომის პაპის მრჩეველს სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი

რომის პაპი მრჩეველს ფინანსურ საკითხებში და ავსტრალიაში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელს, კარდინალ ჯორჯ პელს სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი. ავსტრალიის პოლიციის განცხადებით, კარდინალის წინააღმდეგ რამდენიმე საჩივარია დაწერილი. ავსტრალიის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ კარდინალი ვალდებულია 18 ივლისს მელბურნის სასამართლოში წარსდგეს. ჯორჯ პელსი კი ბრალდებებს უარყოფს და ავსტრალიის პოლიციის გადაწყვეტილებას სკანდალურ კამპანიას უწოდებს.