”პუტინის თეთრ სახლში მიწვევის დრო ჯერ არ დამდგარა” დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მთელი ცხოვრება ბიზნესით არის დაკავებული, გარიგებებს დებს და არ ესმის, რატომ უნდა მოუხსნას რუსეთს სანქციები, სანაცვლოდ თუ არაფერს მიიღებს. _ არასოდეს მოვხსნიდი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ვიდრე სირიაში და უკრაინაში არ გაკეთდება რამე ისეთი, რაც დამაკმაყოფილებელი იქნებოდა ჩვენთვის და ყველასთვის. მე კარგი გარიგებები დამიდია, […]
კატეგორია: მსოფლიო
ბორის ნემცოვის მკვლელს 20 წელიწადი მიუსაჯეს
რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულს ზაურ დადაევს, სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა დადაევისთვის სამუდამო პატიმრობასაც ითხოვდა, მაგრამ საბოლოოდ მას მხოლოდ 20 წელიწადი აკმარეს. დადაევი დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ ბრალდება ფე-ეს-ბეს მიერ არის შეთითხნილი. ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში, კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე გვიან ღამით მოკლეს და მის მკვლელობას […]
დემოკრატი კონგრესმენები ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვენ
ამერიკელმა დემოკრატმა კონგრესმენებმა ბრედ შერმანმა და ელ გრინმა დონალდ ტრამპის იმიჩმენტის ინიციატივა წამოაყენეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შერმანმა განცხადება გაავრცელა. – ჩვენ ვიწყებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ პალატის იურიდიულმა კომიტეტმა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მოსმენები დაიწყოს, – ნათქვამია შერმანის განცხადებაში. ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრი, დემოკრატი ელ გრინი პრეზიდენ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების ინიციატივით მაისშიც გამოვიდა. მოგვიანებით პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ინიციატივას 10-მა […]
ISIS-ის ჯიჰადისტმა ცოლს საქორწილო საჩუქრად შაჰიდის ქამარი აჩუქა
ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში გაწევრიანებულმა ესპანელმა ქალმა, ჯიჰადისტი მეუღლისგან საქორწინო საჩუქრად თვითმკვლელის ქამარი მიიღო, რომელზეც მისი ინიციალები იყო ამოტვიფრული. ამის შესახებ დეილი მეილი იტყობინება. როგორც გაირკვა, 24 წლის ასია აჰმედ მოჰამედმა სეუტა 2014 წელს დატოვა, მაშინ როდესაც მაროკოელ მუჰამედ ჰამდუჩს გაჰყვა ცოლად, რომელიც ერთერთ ყველაზე სასტიკ ჯიჰადისტად არის ცნობილი. გასული წლის დეკემბერში, თურქეთის ხელისუფლებამ […]
ISIS-მა ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურა
ISIS-მა ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურა. ერაყში, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ტელეკომპანია „ალ სუმარია” აცხადებს, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოკლე განცხადება გააკეთეს და „ახალი ხალიფას“ არჩევის შესახებ განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში შიდა დაპირისპირება დაიწყო და აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მხარდამჭერების მასობრივი დაკავება მიმდინარეობს. „ისლამური სახელმწიფო“ ლიდერის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია ირანულმა მედიამ გაავრცელა. ივნისის შუა […]
ძლიერი ხანძარი მოსკოვში – დაშავებულია 14 ადამიანი
მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულებიდან 4 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე სამაშველო სამსახურები იყო მობილიზებული. სავაჭრო ცენტრიდან რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. პირველადი ვერსიით, სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაუმართავი ელექტროგაყვანილობის გამო გაჩნდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
თურქმა ჟანდარმმა თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა: არიან დაღუპულები და დაჭრილები
ჟანდარმერიის შტაბის მოსამსახურე თურქმა სამხედრომ წუხელ ავტომატური შაშხანიდან ცეცხლი საკუთარ თანამშრომლებს გაუხსნა. 3 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა. ამის შესახებ CNN Turk იუწყება. თავდამსხმელმა სროლის შემდეგ თავი მოიკლა. დაჭრილი სამხედროები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ–ერთი ვერსიით, თავდამსხმელი დეპრესიას უჩიოდა. მომხდარზე თურქეთის პოლიცია გამოძიებას აწარმოებს. pia.ge
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
იაპონიის სამხრეთით ძლიერი, 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა . როგორც როიტერსი იტყობინება, მიწისძვრს ეპიცენტრი კაგოსიმას პრეფექტურაში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისძვრას არ მოჰყოლია მსხვერპლი და ნგრევა. ამ ეტაპზე, არ არსებობს ცუნამის წარმოქმნის საფრთხეც. 2011 წლის 11 მარტს, იაპონიის ქალაქ სენდაიში 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. XXI საუკუნის ერთერთი ყველაზე დამანგრეველ მიწისძვრას დამანგრეველი ცუნამი მოჰყვა. როგორც ცნობილია, ამ […]
ტრამპს ევროპის გახლეჩის მცდელობაში ადანაშაულებენ
დიდი ოცეულის შეხვედრის დამთავრების შემდეგ ოფიციალურ განცხადებებში ევროპასა და აშშ-ს შორის სრული თანხმობა გამოიკვეთა. დასავლეთევროპული მედია ასეთ ერთსულოვნებას ვერ ამჩნევს. გერმანული “დი ველტის” შეფასებით, დონალ ტრამპი ცდილობს, გახლიჩოს ევროპა. ჰამბურგის სამიტამდე ტრამპი პოლონეთში იმყოფებოდა. იქ ნათქვამი ფრაზების გამო ბერლინსა და ბრიუსელში დაასკვნეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი აძლიერებს აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრები კონსერვატორი ადამიანების შეხედულებებს და ამას უპირისპირებს […]
ლონდონში , ცნობილი ბაზარი Camden Market დაიწვა
ლონდონში , ცნობილი ბაზარი Camden Market დაიწვა. როგორც ბიბისი იტყობინება, ხანძარი მეორე სართულზე გაჩნდა, შემდეგ კი მესამე სართულსა და სახურავს მოედო. ადგილზე 70 მეხანძრე იყო მობილიზებული, რომლებმაც ხანძრის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა შენობა თითქმის ბოლომდე დაიწვა. დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.










