ვენესუელაში უზანაესი სასამართლოს შენობას მოპარული პოლიციის ვერტმფრენიდან ცეცხლი გაუხსნეს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო პირდაპირ ეთერში სიტყვით გამოდიოდა. მადუროს თქმით ეს იყო მიზანმიმართული ტერორისტული აქტი, რომელსაც შეეძლო მსხვერპლი გამოეწვია. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ცნობილია იმ პირის ვინაობა ვინც ეს თავდასხმა განახორციელა. ბოლო თვეებში ვენესუელაში მასობრივად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები პრეზიდენტის მიმართ და მას […]
კატეგორია: მსოფლიო
ნიუ-იურკის მეტროშო მომხდარი ავარიის შედეგად 34 ადამიანი დაშავდა
ალ-ქაიდამ შვედეთის მოქალაქე ტყვეობიდან გაათავისუფლა
ტერორისტულმა დაჯგუფებამ ალ-ქაიდამ შვედეთის მოქალაქე იოჰან გუსტფრონი გაათავისუფლა. გუსტფრონი ტყვეობაში 2011 წლიდან იმყოფებოდა და ბევრი მას უკვე დაღუპულად მიიჩნევდა, მაგრამ მისმა მეუღლემ დაადასტურა, რომ 42 წლის გუსტრფონი სამშობლოში დაბრუნდა და ამჟამად თავს კარგად გრძნობს. სხვა ინფორმაცია ცნობილი არ არის. გუსტფრონთან ერთად ჰოლანდიის მოქალაქე სიააკ რაიკე იყო გატაცებული, რომელიც ალ-ქაიდამ 2015 წელს გაანთავისუფლა. გუსტფრონს ჯერჯერობით კომენტარი […]
სტამბოლში პოლიციამ ლგბტ აქცია დაარბია
სტამბოლის პოლიციამ ლგბტ პირების აქცია დაარბია, რადგან აქციის მონაწილეებს აკრძალული ჰქონდათ ტაქსიმის მოედანზე აქციის ჩატარება. ხელისუფლებამ რამდენჯერმე გააფრთხილა ისინი, რომ ტაქსიმის მოედანზე არ შეკრებილიყვნენ, მაგრამ ლგბტ პირებმა ეს არ გაითვალისწინეს, რის გამოც მათ პოლიციამ გზა გადაუკეტა, ხოლო შემდეგ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არიან დაკავებულებიც, თუმცა მათი რიცხვი ცნობილი არ არის. პოლიციის ერთ-ერთმა […]
რუსეთში სტალინმა პუტინს რეიტინგში გაუსწრო
ყველა დროის გამოჩენილი პირების რეიტინგში პირველ ადგილზე იოსებ სტალინია. ის ყველა დროის გამოჩენილ პირად გამოკითხული რუსების 38%-მა დაასახელა. შესაბამისად, მან რეიტინგში ვლადიმერ პუტინს გაუსწრო. კვლევითი ორგანიზაცია „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მეორე ადგილი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მწერალმა ალექსანდრე პუშკინმა დაიკავეს. მათ რესპონდენტთა ხმების 34% მიიღეს. „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში რესპონდენტები არ იყვნენ შეზღუდული მხოლოდ […]
ევაკუაცია ლონდონის ცენტრში
ლონდონის პოლიციამ ტურისტებისთვის ერთ-ერთ პოპულარულ ატრაქციონ London Eye-დან და ვესტმინსტერის ნავმისადგომიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელა. „bbc“-ის ინფორმაციით, ევაკუაციის მიზეზი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აუფეთქებელი ჭურვი გახდა. ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს ტერიტორია 40 წუთის განმავლობაში შემოსაზღვრული ჰქონდათ. ამ დროისთვის შეზღუდვა მოხსნილია.
ერდღანმა მეჩეთში გონება დაკარგა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვის დროს გონება დაკარგა. ის მეჩეთში მუსლიმურ დრესასწაულზე რამაზან ბაირამის დღესასწაულზე სალოცავად მივიდა. ამის შესახებ „თურქული „სი-ენ-ენ-ი“ იუწყება. ექიმების განცხადებით, პრეზიდენტს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ის გონს მოვიდა. – დისბალანსი შაქართან და არტერიულ წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემამ გამოიწვია, მაგრამ თავს უკვე კარგად ვგრძნობ, – განაცხადა გონზე […]
იემენში ქოლერით დაავადებულთა რიცხვმა 200.000-ს გადააჭარბა
პაკისტანში ნავთობის ტანკერი აფეთქდა, 123 ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში ნავთობის ტანკერის აფეთქების შედეგად სულ მცირე 123 ადამიანი გარდაიცვალა. ტანკერი ქალაქ ბაჰავალპურთან მკვეთრ მოსახვევში ამობრუნდა. შემთხვევის ადგილზე ასობით ადამიანი მივიდა, რა დროსაც ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. სამაშველო სამსახურის ცნობით, დაღუპულთა გარდა არიან დაშავებულებიც, რომელთა რაოდენობაც 80-მდეა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
მეწყერი ჩინეთში – მიწის ქვეშ 140-ზე მეტი ადამიანი მოჰყვა
ჩინეთის პროვინცია სიჩუანში, მაოსიანის რაიონში მეწყერი ჩამოწვა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მიწამ 140-ზე მეტი ადამიანი მოიყოლა. ამჯამად სტიქიის ადგილზე საძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, მაშველები და ექიმები გადარჩენილების მოძებნას ცდილობენ, ამ დროისთვის მიაგნეს ცოცხლად გადარჩენილ 3 ადამიანს, მათ შორის 1 ბავშვს. ნიუპოსტი










